უფასო მიწოდება საქართველოში 100₾-ზე მეტი შეკვეთისთვის

წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს – „ბაქსი ნატურალეს"-ს (შემდგომში ნატურალეს) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ naturale.ge ვებ-გვერდის გამოყენებას.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ნატურალე თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

ნატურალეს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით ნატურალეს-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და naturale.ge ზე შეძენილი ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას.

ვინაიდან მომხმარებელს აქვთ სურვილი გახსნას ნატურალეს პლატფორმაზე პირადი ანგარიში რათა, პლატფორმის მეშვეობით შეიძინოს პროდუქცია, ნატურალე და მომხმარებელი თანხმდებიან დადონ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება მომხმარებელის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება, ნატურალეს პლატფორმაზე განთავსებული პროდუქციის ყიდვა, და შესაბამისი საფასურის გადახდა.

გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.

ყველა მომხმარებელი რომელსაც სურს naturale.ge -ს პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. ნატურალე უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა:

  • 1.1. ანგარიში – მომხმარებელის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ანგარიში.
  • 1.2. ავტორიზაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომა.
  • 1.3. გამოყენების წესები – წინამდებარე წესები, რომლებიც არეგულირებენ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს.
  • 1.4. ვებ-გვერდი – naturale.ge, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება.
  • 1.5. მომხმარებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც სურს naturale.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეიძინოს პროდუქცია.
  • 1.6. ნატურალე – naturale.ge, საიდენტიფიკაციო კოდი: 405149735, მისამართი: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიდი დიღომი 3, N11.
  • 1.7. მხარეები – ნატურალე და მომხმარებლები.
  • 1.8. naturale.ge პლატფორმა – ნატურალეს მიერ ოპერირებადი პლატფორმა, მათ შორის ვებ-გვერდი.
  • 1.9. ოპერაცია – მომხმარებლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
  • 1.10. უნივერსალური იდენტიფიკატორები – naturale.ge-ს მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემთა ერთობლიობა.
  • 1.11. წვდომის კოდ(ებ)ი – კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი.
  • 1.12. ხელშეკრულება – მომხმარებლებსა და naturale.ge-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.

2. განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ გააჩნია სრული ქმედუნარიანობა, მისი საქმიანობა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, და მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი.

3. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება

3.1 მომხმარებელი რეგისტრირდება ნატურალეს ვებ-გვერდზე – www.naturale.ge

3.2 რეგისტრაციისთვის მომხმარებელი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას და პაროლს.

3.3 რეგისტრაციის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება ნატურალეს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

3.7 მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები.

6. პროდუქტის შერჩევა და შეძენა

ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებელი ვებ-გვერდის საშუალებით ირჩევს სასურველ პროდუქტს, ამატებს კალათაში და ასრულებს ყიდვის პროცედურას. შეკვეთა შეძენილად ითვლება პროდუქტის ჩაბარების მომენტიდან.

7. ანგარიშსწორება

მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით (VISA, MASTERCARD) ქართული ბანკების მეშვეობით.

10. მარეგულირებელი კანონმდებლობა

წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით.