უფასო მიწოდება საქართველოში 100₾-ზე მეტი შეკვეთისთვის

პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა

ნატურალე, პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას 5 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ ან შეცვალოთ შეძენილი პროდუქტი ქვემოთ მითითებული წესის დაცვით.

პროდუქტის დაბრუნების წესი

  • 1.1. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ ნატურალეს საინფორმაციო ცენტრს.
  • 1.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ: დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი. ელ-ფოსტა: support@naturale.ge
  • 1.3. პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
  • 1.4. პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს ნატურალე, მოთხოვნის განთავსებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
  • 1.5. დაბრუნებისას პროდუქტს უნდა ახლდეს ყველა თანმხლები დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი).
  • 1.6. დაბრუნება შესაძლებელია თუ:
    • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს;
    • პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
    • არ მომხდარა პროდუქტის გამოყენება/გახსნა, არ არის დარღვეული სასაქონლო იერსახე.

ანაზღაურების წესი

  • 2.1. ნატურალე ვალდებულია მომხმარებელს აუნაზღაუროს გადახდილი თანხა.
  • 2.2. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
  • 2.3. ნატურალე მომხმარებელს თანხას აუნაზღაურებს 15 სამუშაო დღის ვადაში.