უფასო მიწოდება საქართველოში 100₾-ზე მეტი შეკვეთისთვის
მამაკაცის ხაზი წვერის მოვლა ბალზამი / ცვილი

წვერის დამცავი ბალზამი –

დატენიანება, მოვლა და დაცვა მთელი დღის მანძილზე

22.00 ₾
ყოველდღიური მოვლა
წვერის დამცავი ბალზამი იდეალურად ატენიანებს და კვებავს როგორც წვერს, ისე კანს. ბუნებრივი ზეთებისა და აქტიური კომპონენტების დახმარებით იცავს მას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან — მზისგან, ქარისგან და მტვრისგან.
ბალზამი ხდის წვერს უფრო დამყოლს, არბილებს მას და აადვილებს ფორმის მიცემას, რაც უზრუნველყოფს მოვლილ და მოწესრიგებულ იერს მთელი დღის განმავლობაში.
რეგულარული გამოყენებისას წვერი ხდება უფრო რბილი, ბზინვარე და ჯანსაღი.

არომატის ვარიანტები:

წიწვოვანი ტყე (სოჭი, კედარი და სანდალი) — ამშვიდებს და აძლევს სიღრმისეულ, ბუნებრივ არომატს.

ციტრუსის ბაღი (ფორთოხალი, ლიმონი, ბერგამოტი და ვერბენა )— მსუბუქი, ენერგიული და ხალისიანი სურნელი.

❗ როგორ აირჩიოთ არომატი
შეკვეთისას მიუთითეთ სასურველი არომატი, თუ არჩევა გიჭირთ, მიუთითეთ „დახმარება“ და შეგირჩევთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტს.

მოც: 30 მლ
ფუტკრის ცვილი – მიკროელემენტებით და ვიტამინებით მდიდარი ფუტკრის ცვილი, იცავს წვერს, ანიჭაბს მას სიმტკიცეს
შის კარაქი – ღრმად კვებავს და ატენიანებს წვერს და კანს, იცავს გარემოს მავნე ზეგავლენისაგან
არგანის ზეთი – იდეალურად კვებავს და ატენიანებს წვერს
ხორბლის ღივის ზეთი – ვიტამინებით მდიდარი ხორბლის ღივის ზეთი ატენიანებს კანს და წვერს, ხსნის დაჭიმულობის შეგრძნებას, ააქტიურებს კანის რეგენერაციას და წვერის ზრდას
ვიტამინი E – ძლიერი ანტიოქსიდანტი, იცავს კანს და წვერს.
შემადგენლობა: ფუტკრის ცვილი, ქოქოსის და შის ცხიმი, არგანის, ხორბლის ღივის, მაკადამის, ნუშის, ყურძნის წიპწის, ავოკადოს ზეთები, ეთერზეთების ნაკრები, ვიტამინები A და E

ბალზამის მცირე პორცია შეალღვეთ თითებით და დაიტანეთ გასუფთავებული წვერის მთელ სიგრძეზე. საღამოს ჩამოიბანეთ წვერის ნატურალური საპნით

დაინტერესდით? კითხვები დაგრჩათ? დაგვიკავშირდით