უფასო მიწოდება საქართველოში 100₾-ზე მეტი შეკვეთისთვის
მამაკაცის ხაზი წვერის მოვლა ზეთები

წვერის დამატენიანებელი ზეთი

ღრმა დატენიანება, სირბილე და ჯანსაღი ზრდის მხარდაჭერა (30 მლ)

28.00 ₾
ძვირფასი კოსმეტიკური ზეთების იდეალური კომბინაცია, გამდიდრებული ვიტამინებითა და ეთერზეთებით, ღრმად კვებავს და ატენიანებს წვერს.
ფორმულა ამდიდრებს თმას მიკროელემენტებით, ანიჭებს აბრეშუმისებრ სირბილეს და ჯანმრთელ, ბუნებრივ ბზინვარებას. რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს წვერის მოვლილ იერს და ზრდის პროცესის მხარდაჭერას.

არომატები
ციტრუსის ბაღი (ფორთოხალი, ლიმონი, ბერგამოტი) — აგავსებთ ოპტიმიზმით და სიცოცხლის ხალისით, დაგეხმარებათ მსუბუქი ირონიით შეხვდეთ ყოველდღიურ რუტინას.
პაჩული (პაჩული, მელისა, შალფეი) — ბრუტალური და საიდუმლოებით აღსავსე არომატი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ნებისმიერ სირთულეს.
წიწვოვანი ტყე (სოჭი, კედარი, სანდალი) — მსუბუქი და გრილი არომატი მოგიხსნით სტრესს, აგავსებთ სასიცოცხლო ენერგიით.
ვანილი - აგავსებთ ენერგიით და სიმხნევით, მოგანიჭებთ დაცულობის და სიმყუდროვის შეგრძნებას.

❗ შეკვეთისას მიუთითეთ სასურველი არომატი კომენტარის ველში. თუ არჩევა გიჭირთ, ჩაწერეთ „დახმარება“ და შეგირჩევთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტს.

მოც: 30 მლ
არგანის ზეთი – იდეალურად კვებავს და ატენიანებს წვერს
ჟოჟობას ზეთი – უჯერი ცხიმოვანი მჟავებით და ცვილით მდიდარი ზეთი კვებავს და აღადგენს კანს და წვერს, არბილებს მას
ხორბლის ღივის ზეთი – ვიტამინებით მდიდარი ხორბლის ღივის ზეთი ატენიანებს კანს და წვერს, ხსნის დაჭიმულობის შეგრძნებას, ააქტიურებს კანის რეგენერაციას და წვერის ზრდას
ვიტამინი E – ძლიერი ანტიოქსიდანტი, იცავს კანს და წვერს.
ჟოჟობას, არგანის, მაკადამის, ყურძნის წიპწის, ბრინჯის და ხორბის ღივის, ნუშის ზეთები, ეთერზეთების ნაკრები. ვიტამინი. E.

ზეთის რამოდენიმე წვეთი დაიტანეთ თითებზე და თანაბრად შეიზილეთ ახალდაბანილ წვერსა და კანში

დაინტერესდით? კითხვები დაგრჩათ? დაგვიკავშირდით