უფასო მიწოდება საქართველოში 100₾-ზე მეტი შეკვეთისთვის
ანტიასაკობრივი თვალის მოვლა

თვალის ირგვლივ კრემი მსუბუქი ლიფტინგით +30

ინტენსიური კვება, დატენიანება და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნება

30.00 ₾
ყოველდღიური მოვლა ნაოჭები / ელასტიურობა
ნატურალური მცენარეული ზეთების იდეალური კომბინაცია და მსუბუქი ტექსტურა უზრუნველყოფს კრემის სწრაფ შეწოვას და ადვილად შეღწევას ქუთუთოს ნაზ კანში.

კრემი ინტენსიურად ატენიანებს და კვებავს თვალის ირგვლივ კანს, ხანგრძლივად უნარჩუნებს მას სიგლუვესა და ახალგაზრდულ იერს.

აქტიური კომპლექსი ეხმარება კანს ასაკობრივი ცვლილებების შემცირებაში, აუმჯობესებს ელასტიურობას და უზრუნველყოფს მსუბუქ ლიფტინგ ეფექტს, რაც თვალის ირგვლივ კანს უფრო მყარ და დაჭიმულ იერს ანიჭებს
COVA B TROX – მიიჩნევენ ბოტექსის ინექციის ალტერნატივად. ადვილად აღწევს დერმის ზედაპირულ შრეებში, ადუნებს მიმიკურ კუნთებს, ხელს უწყობს ნაოჭების გასწორებას, და კანის ზედაპირის გათანაბრებას
ჰიალურინის მჟავა – დაბალი მოლეკულური მასის ჰიალურინის მჟავა აღწევს კანის ღრმა შრეებში, ატენიანებს მას, ასწორებს მცირე ზედაპირულ ნაოჭებს
მანგოს ცხიმი – შეიცავს უნიკალურ კომპონენტებს, რომლებიც ინტენსიურად აღადგენენ და კვებავენ კანს, გააჩნია ნაოჭების საწინააღმდეგო მოქმედება, არის ბუნებრივი SP ფილტრი
ჟოლოს (CO2) ექსტრაქტი და ჟოლოს კეტონი – ანტიოქსიდანტებით მდიდარი ჟოლოს ზეთი ინტენსიურად ებრძვის დაბერების პროცესს, აღადგენს კანის სტრუქტურას, უბრუნებს მას ელასტიურობას და სიგლუვეს.
ალოე ვერა – ღრმად ატენიანებს კანს, იცავს მას წყლის დაკარვისგან
ვიტამინი E – ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, იცავს კანს მზის მავნე მოქმედებისგან, ებრძვის დაბერების პრცესს
ბრინჯის ღივის ცვილი – იდეალური ტენის დამჭერი კომპონენტია, იცავს კანს წყლის დაკარგვისგან, ასეე გარემოს აგრესიული ზეგავლენისგან

მოცულობა 15 მლ
ცაცხვის ჰიდროლატი, ჟოჟობას, ნუშის, გარგარის, სეზამის, ატმის, ყურძნის წიპწის, მანგოს და ქოქოსის ზეთები, ჟოლოს (CO2) ექსტრაქტი, ოლივემ 1000, ალოე ვერა, ჰიალურონის მჟავა, ვიტამინი E, ჟოლოს კეტონი, COVA B-TROX (Botox-like), ოპტიფენ BD

დაინტერესდით? კითხვები დაგრჩათ? დაგვიკავშირდით