უფასო მიწოდება საქართველოში 100₾-ზე მეტი შეკვეთისთვის
ტანი და თმა შამპუნები

საპონდუსის შამპუნი ბუნებისგან

არავითარი ქიმია, მხოლოდ საპნის ხის კაკალი

60.00 ₾
ყოველდღიური მოვლა
შამპუნი დელიკატურად ასუფთავებს თმას და კანს, არ აზიანებს კანის დამცველ შრეს, არ აშრობს მას; შეიცავს მხოლოდ სასარგებლო კომპონენტებს, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, კვებავს და ატენიანებს კანსა და თმას. ხელს უწყობს თმის ფოლიკულების გაძლიერებას, ეფექტურია თმის ცვენის დროს; არეგულირებს კანში ცხიმის სეკრეციას. თმა დიდი ხნით რჩება სუფთა; არ ახუნებს თმას, არამედ ანიჭებს მას ბუნებრივ ბზინვარებას;

ჰიპოალერგიულია – რეკომენდირებულია ნებისმიერი ასაკის და მგრძნობელობისათვის, მათ შორის ალერგიული დაავადებების დროს.

ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, თრგუნავს სოკოსა და ბაქტერიების განვითარებას, გააჩნია ქერტლის საწინააღმდეგო და ულტრაიისფერი ფილტრის ეფექტი. არბილებს კანს, იცავს მას გარემოს მავნე ზეგავლენისგან. იდეალურია გრძნობიარე კანისათვის.

მოცულობა: 400 მლ
საპინდუსი, იგივე საპნის ხის კაკალი, მდიდარია ბუნებრივი საპონინებით. ინდური და აზიური კულტურები უხსოვარი დროიდან გამოიყენებდნენ მას ჰიგიენისთვის. ნატურალური შემადგენლობის გამო განსაკუთრებით დელიკატურია კანისა და თმისთვის და იძლევა რბილ და ბუნებრივ სისუფთავეს.
შემადგენლობა: წყაროს წყალი, საპნის ხის კაკალი (Sapindus Trifoliatus) ხორბლის პროტეინი, ქსანტანი, ოპტიფენ BD

დაინტერესდით? კითხვები დაგრჩათ? დაგვიკავშირდით