უფასო მიწოდება საქართველოში 100₾-ზე მეტი შეკვეთისთვის
სახის მოვლა გასუფთავება

ანტიმიკრობული შრატი ჩაის ხის ზეთით და გოგირდის ფლუიდით

ანტიაკნე მოვლა, ფორების ღრმა გაწმენდა და კანის გასუფთავება

55.00 ₾
აკნე / გამონაყარი ცხიმიანი კანი / ბზინვარება
ანტიმიკრობული შრატი შექმნილია პრობლემური კანის ინტენსიური მოვლისთვის. ფორმულა აერთიანებს ანთების საწინააღმდეგო და აღმდგენელ კომპონენტებს, რომლებიც ეხმარება კანს გაწმენდასა და ბალანსის აღდგენაში.

შრატი ღრმად ასუფთავებს ფორებს, ამცირებს ანთებით პროცესებს და ჩირქოვან გამონაყარს, ხელს უშლის მიკრობების განვითარებას და ეხმარება კანს სუფთა და ჯანმრთელი იერის დაბრუნებაში.

აქტიური კომპონენტები ასევე უწყობს ხელს კანის რეგენერაციას და ნაწიბურების შემცირებას.

მოც: 40 მლ
გოგირდის ფლუიდი – ნატურალური აქტიური კომპონნტი, რომელიც შეიქმნა სპეციალურად ცხიმიანი, გაფართოებული ფორებიანი და პრობლემური კანისთვის. არეგულირებს კანში ცხიმის სეკრეციას, გააჩნია გამოხატული ანთებისაწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და სებომარეგულირებელი თვისებები
შავი კვლიავის ზეთი – ბუნებრივი ანტისეპტიკია, ებრძვის კანის ინფექციას, აძლიერებს კანის ბარიერულ ფუნქციას, ააქტიურებს კანის პოსტაკნე რეგენერაციის პროცესს
ქაცვის ზეთი – ვიტამინებით გაჯერებული ქაცვის ზეთი ააქტიურებს კანის რეგენერაციის პროცესს, აჩქარებს ნაწიბურების შეხორცებას და გაქრობას
ბისაბოლოლი – ხელს უშლის ანთების განვითარებას, ამშიდებს კანს, ხსნის გაღიზიანებას და სიწითლეს, ხელს უწყობს კანის აღდგენას
ჩაის ხის ეთერზეთი – ერთ ერთი ყველაზე ძლიერი ანტიმიკრობული აქტივია, არ იწვევს შეჩვევას, ადვილად ასუფთავებს ანთების კერას, ხელს უშლის ინფექციის განვითარებას
თეთრი შაბი – არეგულირებს კანქვეშა ცხიმის სეკრეციას, ხელს უწყობს მცირე ნაწიბურების შეხორცებას
შემადგენლობა: როზმარინის ექსტრაქტი, ჟოლოს, ქაცვის და შავი კვლიავის ზეთი, ალოე ვერა, გოგირდის ფლუიდი, თეთრი შაბი, ბისაბოლოლი, ალანტოინი, ვიტამინი E, D-პანთენოლი, ჩაის ხის ეთერზეთი, ოპტიფენ BD.

დაიტანეთ წინასწარ გასუფთავებულ სახეზე დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. 10 წუთის შემდეგ დაიტანეთ დამატენიანებელი კრემი

დაინტერესდით? კითხვები დაგრჩათ? დაგვიკავშირდით