კონფიდენციალურობის პოლიტიკა
როგორ ხდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება ნატურალეს მიერ.
როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას
წინამდებარე შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით naturale.ge-ს არსებულ დაცვის მექანიზმებს. ნატურალე უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დაცვის დაპირება
ჩვენ, ნატურალეს გუნდი, გპირდებით, რომ:
- ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
- არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
- ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
რომელ მონაცემებს ვაგროვებთ
ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ელ.ფოსტა, ტელეფონი, მისამართი) და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (IP მისამართი, ბრაუზერი, ვებ-გვერდის ნავიგაცია).
„მზა ჩანაწერები" (Cookies)
ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს ვებ-გვერდზე მომხმარებლების ქცევის გასაანალიზებლად, მომსახურების გასაუმჯობესებლად და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შეფასებისთვის. შეგიძლიათ შეზღუდოთ Cookies თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან.
ინფორმაციის უსაფრთხოება
ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს მონაცემების დასაცავად. თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაცია ინახება ჩვენი პარტნიორი ბანკის სერვერზე და არ არის ჩვენთვის ხელმისაწვდომი.
რამდენ ხანს ვინახავთ მონაცემებს
თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ მომსახურების პერიოდის განმავლობაში და მომსახურების დასრულების შემდეგ მაქსიმუმ 5 წლამდე.
კონტაქტი
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ტელ.: +995 555 505 199
ელ-ფოსტა: support@naturale.ge