01 მაისი 2026
უსულფატო შამპუნი: რატომ ღირს სულფატებზე უარის თქმა
უსულფატო შამპუნი ნაზად წმენდს თმას და არ არღვევს თავის კანის ბუნებრივ ბალანსს. ის არ აშრობს და არ აღიზიანებს კანს, რის გამოც თმა უფრო ჯანმრთელი და დაცულია
სულფატები (SLS, SLES) უკვე ათწლეულებია შამპუნების მთავარი კომპონენტია. ისინი იაფი ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებია, ( ფაქტიურად, ნავთობპროდუქტების წარმოების ნარჩენები), რის გამოც მასობრივ კოსმეტიკაში თითქმის შეუცვლელი გახდა. პირველი სულფატიანი შამპუნი ჯერ კიდევ 1930 წელს შეიქმნა — და მას შემდეგ ფორმულა დიდად არც შეცვლილა.
მაგრამ მოდი ვნახოთ: ნამდვილად კარგია ეს ყველაფერი ჩვენი თმისთვის?
რა არის სულფატები და რატომ იყენებენ მათ?
სულფატები სინთეტური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებია, რომლებიც წყალთან შეხებისას ქმნის უხვ ქაფს და ეფექტურად აშორებს ჭუჭყს, ცხიმს და სტაილინგის პროდუქტებს.
რატომ არის ისინი ასეთი პოპულარული?
• იაფია წარმოებაში
• მარტივად ქაფდება
• სწრაფად წმენდს
ერთი შეხედვით იდეალურიც კი ჩანს — მაგრამ აქვს მეორე მხარეც.
რატომ უნდა მოერიდოთ სულფატიან შამპუნებს?
სულფატები საკმაოდ აგრესიულია როგორც თმისთვის, ისე თავის კანისთვის. რეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს:
• კანის გაღიზიანება და ქავილი
• სიმშრალე და აქერცვლა
• თმის დასუსტება და მსხვრევა
• ფერის გახუნება (განსაკუთრებით შეღებილ თმაზე)
• ცხიმიანობის გაძლიერება – პარადოქსია, მაგრამ რაც უფრო აგრესიულად ასუფთავებთ თმას, ის უფრო სწრაფად ბინძურდება
• მგრძნობიარე კანის შემთხვევაში კი ალერგიული რეაქციებიც არ არის გამორიცხული.
👉 თუ ამ ნიშნებიდან რომელიმეს ამჩნევ, დროა გადახვიდე [უსულფატო შამპუნზე].
________________________________________
რა არის უსულფატო შამპუნი?
უსულფატო შამპუნები მზადდება უფრო დელიკატური, ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებით. ისინი ნაზად წმენდს თმას ისე, რომ არ არღვევს კანის ბუნებრივ ბალანსს.
მისი მთავარი უპირატესობები:
• დელიკატურად ასუფთავებს კანს, არ აშრობს თმას,
• არ აზიანებს თმას და კანის დამცავ ბარიერს
• არ ახუნებს ფერს
• არ ჩამორეცხავს კერატინს (თუ კერატინით გასწორება გაქვს გაკეთებული — ეს აუცილებელია!)
________________________________________
აქვს თუ არა მინუსები?
დიახ, სრულყოფილი პროდუქტი არ არსებობს:
• ნაკლებად ქაფდება (რაც ბევრისთვის “უცნაურად” იგრძნობა)
• შედარებით სწრაფად იხარჯება
• ხშირად უფრო ძვირია
მაგრამ სანაცვლოდ — თმა და კანი ბევრად უფრო ჯანმრთელი რჩება.