ჩვენ შესახებ
„ბაქსი ნატურალე“ 2014 წლიდან ქმის კანის მოვლის ბუნებრივ საშუალებებს.
ყველაფერი დაიწყო ნატურალური ხელნაკეთი საპნებით, ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო ადგილობრივი მოხმარებლის მზაობა და მაღალი მოთხოვნა კანის მოვლის ნატურალურ საშუალებებზე.
ჩვენ ეტაპობრივად ვაფართოებდით საკუთარ წარმოებას და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დღეისათვის ჩვენს მომხარებელს შეგვიძლია შევთავაზოთ 100 მდე დასახელების მოვლის ნატურალური საშუალება, როგორც ქალბატონებისთვის ასევე მამაკაცებისთვის, და ცხოველების მოვლის ნატურალური საშუალებების ხაზი – ბაქსი, რომელიც ატარებს ჩვენი უსაყვარლესი ცისფერი ამერიკული სტაფის, ბაქსის სახელს.
2014 წლიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა, დაწყებული პროდუქციის ჩამონათვალით, დამთავრებული შეფუთვით, თუმცა ერთი რჩება უცვლელი – ჩვენი მისია – მომხმარებელს მივაწოდოთ ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული, საუკეთესო ხარისხის კანის მოვლის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებები, რომლებიც იდეალურად იზრუნებს მათი კანის სილამაზესა და ჯამნრთელობაზე.
თქვენ გეძლევათ საშუალება, ჩვენთან ერთად აღმოაჩინოთ კანის მოვლის ბუნებრივი საშუალებების სამყარო. ჩვენი პროდუქცია მზადდება 1000 წლოვანი ტრადიციული მეთოდებით, გამდიდრებულია უახლესი სტრატეგიებითა და თანამედროვე კოსმეტოლოგიის მიღწევებით.
ჩვენი პროდუქცია :
- ეფექტურად კვებავს, ატენიანებს და ასუფთავებს კანს; იცავს მას გარემოს მავნე ზეგავლენიდან;
- ანიჭებს კანს სასიამოვნო ხავერდოვნებას; ტოვებს ნატურალური ეთერზეთების მსუბუქ არომატს;
- არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ნედლეულს, ქიმიურ დეტერგენტებს, პარაბელებს, სულფატებს, სილიკონებს და სხვა საშიშ დანამატებს;
- ეკოლოგიურად სუფთაა და არ აყენებს გარემოს ზიანს.
იგრძენით განსხვავება პირველივე გამოყენებიდან. უნიკალურ რეცეპტებში თავმოყრილი, 100% ით ბუნებრივი კომპონენტები, თქვენს კანს ბუნებრივ სილამაზეს დაუბრუნებს!