უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა – რას შეიცავს თქვენი კოსმეტიკა!

მომხმარებლის ორი სახე – ქცევის ორი ტიპი!

ლოიალური მომხმარებელი  – რეაგირებს სარეკლამო ფრაზებსა და მკვეთრ შეფუთვაზე; და კრიტიკული მომხმარებელი – პირველ რიგში იწყებს პროდუქტის შემადგენლობის ძებნას.

თუ თქვენ მომხმარებლის მეორე ტიპს მიეკუთვნებით – ეგ პოსტი თქვენთვისაა – მოდით ერთად წავიკითხოთ და შევაფასოთ თუ რამდენად სასარგებლო/საზიანოა კოსმეტია რომელსაც ირჩევთ, თქვენი კანისათვის.

მაშ ასე, შევიარაღდეთ ლუპით, ყურადღება არ მივაქციოთ ლამაზ ფრაზებს ეტიკეტის წინა მხარეზე, ვიპოვოთ სიტყვა “შემადგენლობა”, უფრო სწორად “Ingredients” და გავერკვიოთ, რას შეიცავს თქვენთვის საინტერესო პროდუქტი?

როგორ წავიკითხოთ კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობა?


INCI (კოსმეტიკური ინგრედიენტების საერთაშორისო ნომეკლატურა) – არის კოსმეტიკური საშაულებების საერთაშორისო სისტემა, რომელიც ავალდებულებს მწარმოებელს მისცეს საშუალება მომხმარებელს, გაერკვას კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში.

განსაკუთრებით საშიში კომპონენტები (INIC სია) ასე გამოიყურება:
1. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები;
2. მინერალური და სინთეტური ზეთები და ნავთობპროდუქტები;
3. ქიმიური კონსერვანტები და არომატიზატორები;
4. ჰალოგენშემცველი ორგანული ნაერთები;
5. ფორმალდეჰიდი და მისი წარმოებულები;
6. ნიტროზამინების წარმოებულები;
7. საშიში ულტრაიისფერი ფილტრები;
8. სილიკონები.

დაელოდეთ გაგრძელებას, ჩვენ სათითაოდ განვიხილავთ ყველა ამ ჯგუფის ნივთიერებებს!

 

გააზიარეთ

Share on facebook