ნატურალური ეთერზეთი – მეხუთე ელემენტი

რასაც შევისუნქავთ, უფრო მეტად ეხება ჩვენს სულს, ვიდრე ის, რაც გვესმის, ვხედავთ ან ვგრძნობთ!

ადამიანზე ეთერზეთების ზემოქმედება თითქმის შეუმჩნეველი, თუმცა საკმაოდ ძლიერია. მათში ხომ თავმოყრილია მცენარეების მთელი სასიცოცხლო ენერგია, რომელსაც ის სამყაროს ოთხი სტიქიიდან იღებს, ითვლება რომ ეთერზეთი მეხუთე ელემენტია, რომელიც აერთიანებს ოთხი სტიქიის ენერგიას.

კაცობრიობის მთელი ისტორია „გაჟღენთილია“ ეთერზეთების არომატით, არომათერაპიის უძველესი სკოლა მავრიტანულ ესპანეთში მე 9 საუკუნეში გაჩნდა. თუმცა ჯერ კიდევ ძველი რომაელები, ჩინელები და ეგვიპტელები სრულყოფილად ფლობდნენ ეთერზეთების მოქმედების საიდუმლოს. დაწყებული არომატული აბაზანებით, ბალზამირების ურთულესი ტექნიკითა და სამკურნალო ნაყენების დამზადებით, და დამთავრებული საკულტო რიტუალებით. უფრო მეტიც, სწორედ ეგვიპტელებმა აღმოაჩინეს არომატების გავლენა ადამიანის ემოციებსა და განწყობაზე.

არომატების შესუნთქვისას ორგანიზმის და მისი ცალკეული ორგანოების მუშაობა ბუნებრივი გზით რეგულირდება. დღესდღობით არომათერაპიით მრავალ დაავადებას მკურნალობენ: ხსნიან სტრესს, ტკივილს, დაღლილობას. არომატები ანიჭებს ადამიანებს სიმხნევეს, ოპტიმიზმს, უმჯობესდება მეხსიერება, რეგულირდება ძილი, არტერიული წნევა, იკურნება რესპირატორული დაავადებები და გაციება. რეგულირდება ფიზიოლოგიური პროცესები.

ბუნებრივი ეთერზეთები ეფექტურია კანის დაავადებების მკურნალობაში, ეთერზეთებით მკურნალობენ ჭრილობებს, დამწვრობას, კანის ინფექციურ დაავადებებს, მის ფუნქციურ დარღვევებს. სწორედ ამიტომ, ეთერზეთებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ნატურალურ კოსმეტიკაში, ისინი, არა მარტო სასიამოვნოს სურნელს ანიჭებს კანის მოვლის საშუალებებს, არამედ მათ დამატებით სასარგებლო თვისებებს მატებენ. სწორედ ამიტომ სხვადასხვა კანის ტიპისთვის შექმნილ კოსმეტიკაში, გამოიყენება მხოლოდ ის ეთერზეთები, რომელსაც შეუძლია მოაგვაროს კანის ესა თუ ის პრობლემა.

 

გააზიარეთ

Share on facebook