ხშირად გვეკითხებიან შეიძლება თუ არა ნატურალეს საპნის სახეზე გამოყენება, ამიტომ გადავწყვიტეთ, ვრცლად და დასაბუთებულად გვეპასუხა ამ კითხვაზე.
სავარაუდოდ, საპნის დაყოფა სახისა და ტანისათვის, შეესაბამება საპნის დაყოფას ბუნებრივად და სინთეტურად; ბუნებრივად და ქარხნულად.
და მაინ, რაში მდგომარებოს ეგ განსხვავება, და რამდენად პრინციპულია ის თქვენი კანისათვის.განსხვავება ბუნებრივ და ქარხნულ საპონს შორის ცხადია და ალბათ მეტნაკლებად ყველასთვის გასაგები. პასუხიც მარტივია ბუნებრივი საპონი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სახეზე, ასევე ტანზე. ქიმიური საპონი… ალბათ ჯობია საერთოდ არ გამოვიყენოთ.
და მაინც, მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად:
სინთეტური საპონი მზადდება ნავთობპროდუქტების, ხორცის წარმოების ნარჩენებისგან და იაფფასიანი მცენარეული ზეთებისაგან, რომელსაც ემატება დეტერგენტები – სინტეთური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (SLS, SLES). ისინი ძლიერი სარეცხი საშუალებებია და ძლიერ აშრობენ კანს. საპონს აცილებენ გლიცერინს, რომ გაზარდონ მისი შენახვის ვადა. უმატებენ კონსერვანტებს, სტაბილიზატორებს (EDTA), ანტიბაქტერიული კომპონენტებს (ტრიკლოზანი), ქიმიურ საღებავებს და არომატიზატორებს. იაფი, ლამაზი, მკვეთრი სუნის და ფერის „საპონი“ მზადაა.
რაც შეეხება ნატურალურ საპონს: მასში გამოიყენება მხოლოდ ნატურალური, გასუფთავებული მცენარეული ზეთები, მათ შორის ძვირფასი კოსმეტიკური და სამკურნალო ცხიმებიც. საპნის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ემატება მცენარეული გლიცერინი, აბრეშუმი, სამკურნალო მცენარეების ნაყენი, არყის ხის კუპრი, თაფლი, კაკაო, რძე, შვრიის ფქვილი, ლუდი, ღვინო, ნატურალური ეთერზეთები. ეს უკანასკნელი გარდა სასიამოვნო არომატისა, დამატებით სასარგებლო თვისებებს ანიჭებენ საპონს. უფრო მეტიც, მათ შეუძლია საპონი სამკურნალო გახადნონ (ბევრი ნატურალური დანამატი, რომლებიც საპონში გამოიყენება, ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით).
ნატურალურ საპონს არ ემატება სინთეტური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, სტაბილიზატორები და კონსერვანტები.
თუმცა ყველა საპონი, რომელსაც ნატურალურის სახელით არის ბაზარზე, ნატურალური არ არის, მაგალითად საპონი ფუძეზე, რომლის დასახელებაში სიტყვა ხელნაკეთს, ხშირად შეცდომაში შეყავს მომხარებელი და ის „ხელნაკეთს“ აიგივებს „ნატურალურთან“. მით უმეტეს, რომ ასეთ საპნებს ხშირად უმატებენ ისეთ ნატურალურ დანამატებს, როგორიცაა მცენარეების ფოთლები ან ყვავილის ფურცლები, კოსმეტიკური ცხიმები ან ეთერზეთები.
საპნის ფუძე მზა ქარხნული საპონია!
- შეიცავს მხოლოდ იაფფასიან მცენარეულ ცხიმებს.
- კარგად ქაფდება, მასში დეტერგენტების (SLS, SLES) არსებობის გამო.
- შეიცავს დიდი რაოდენობით სპირტს ( უკეთეს შემთხვევაში ეთილის სპირტს, უარეს შემთხვვაში იზოპროპილის სპირტს) – სწორედ მისი დახმარებით არის საპნის ფუძე გამჭვირვალე.
როცა მზადდება ხელნაკეთი საპონი ფუძეზე, მას ამდიდრებენ კოსმეტიკური ცხიმებით და სასარგებლო დანამატებთ. საკვები საღებავები და სინთეტური არომატიზატორები კი მას მკვეთრ, მიმზიდველ პროდუქტად გადააქცევს. რა თქმა უნდა ასეთი საპონი, ქარხნულ საპონზე სასარგებლოა, თუმცა ის მაინც შეიცავს ქარხნული საპნის მავნე კომპონენტებს.
სწორედ ამიტომ, მწარმოებლები, რომლებიც ამზადებელ ხელნაკეთ საპონს ფუძიდან, თავის დაზღვევის მიზნით, უწევენ რეკომენდაციას მომხმარებელს, გამოიყენონ მათი საპონი მხოლოდ ტანისათვის!
და თქვენთვის, როგორც მომხმარებლისთვის, რა უფრო მნიშნველოვანია – საპნის სილამაზე თუ ხარისხი?