საპონი – იყო წამალი!

საპონი – იყო წამალი!

ესმა კუნჭულია – ამონარიდი სადისერტაციო ნაშრომიდან “გემო, სუნი და მეხსიერება”

ეს დღეები მუზეუმურად ვიმუშავე და ბევრი საინტერესო ამბები ამოვიტანე ისტორიის კატაკომბებიდან.

წინარე ქართველებიც ხდებოდნენ ავად და მათ ჩვენზე უკეთ ჰქონიათ ეპიდემიის დროს სამოქმედო გეგმა გაწერილი და ყველა შტერული ნაბიჯი ყოფილა დასჯადი!!!

 

 

  • ეპიდემიების დროს აძლიერებდნენ ჰიგიენის ნორმებს. ასევე – იზოლაციას;
  • ძველი ქართველებისთვის ცნობილი იყო ეპოდემიების დროს გახიზვნა!!! ხიზვნა ესაა „მტერთა და სენთა დარიდება“;
  • ძველად ხდებოდა ავადმყოფის ორგვარი იზოლაცია – 1) სახლში ცალკე ოთახში და 2) სოფლის განაპირას, ან ვენახის ბოლოს სპეციალურად აგებულ ფიცრულში;

პროფესორი ნუნუ მინდაძის წიგნში „„ქართველი ხალხის ტრადიციული სამედცინო კულტურა“ მისი 40 წლიანი ეთნოგრაფიული კვლევაა მოქცეული; იქ მოყვანილია არაერთი ავადმყოფობის ხალხური მკურნალობის მეთოდი და მაგიურ-რიტუალური მედიცინის მაგალითები;

ერთ-ერთ ისტორიულ დოკუმენტში (XIV ს.) წერია, რომ თუ რომელიმე სვანი სოფელში დაავადებას აიტანდა, დაჯარიმდებოდა 200 თეთრით. ანუ: თუ მან იცოდა, რომ ავადაა და სხვებს არ გაუფრთხიდებოდა, აჯარიმებდნენ ან მოჰკვეთდნენ;

საპონი ქართულ წერილობით ძეგლებში გვხვდება XI საუკუნეში!

სახელი „საპონი“ შესაძლოა (!!!!), თურქული ენიდან იყოს შემოსული, რადგანაც მას თურქულადაც – „საბუნ“/„საპუნ“ ეწოდება. თუმცა, ქვემოთ, მომყავს მაგალითი, სადაც ნათლად ჩანს, რომ – საპონი – ძველი ბერძნულიდან უნდა შემოსულიყო!!! აქაც და ყველგან – ევროპაში! სომხურად საპონია – „ოჭარ“ და პარალელური სახელი კი, სომხურშიც – დამკვიდრებულია „საპუნ“;

სულხან-საბა ორბელიანი წერს, რომ საპონი ფრანგული სიტყვაა, თუმცა თუ ლეგენდებს  მივყვებით საპონი ძველი ბერძენი ლესბოსელი ქალის – საფოს მსხვერლშეწირვის ბაღიდან მოდის…

საფოს გორაკზე ცხოველები შესაწირად აჰყავდათ. შემდეგ წვიმა რეცხავდა ნაცარს და ცხიმს… წვიმის წყალი ამ ნაზავს მდინარეში ერეკებოდა, ხოლო ბერძენი ქალები ამჩნევდნენ, რომ ნაწვიმარზე სარეცხი ქათქათებდა.
ანუ ცხოველური ცხიმისა და ნაცრის შერევით წყალი ნაჭერს უკეთ რეცხავდა.

ძველი ქართველები საპონს, რა თქმა უნდა, ამზადებდნენ და უწოდებდნენ 3 სახელს:

  1. შ ე ნ ა ზ ა ვ ე ბ ი;
  2. გ ა ნ ს ა წ მ ე დ ე ლ ი;
  3. სოფლებში ეძახდნენ – კ უ მ პ ს;

სულხან-საბა წერს, რომ იერემიას და დანიელის წინასწარმეტყველურ წიგნებში ეწოდება – მ დ ე ლ ო ჲ!
მდელო – მწვანე მცენარეების საფარია. „ლექსიკონი ქართულში“ მითითებულია, რომ მდელოი – ის მწვანილებია, რაც უკეთესად რეცხავენ და ასპეტაკებენ (სპეტაკი – თეთრია, ანუ ათეთრებენ) სარეცხს, ასევე იყენებდნენ ადამიანთა მწიკველის მოსაშორებლად; მწიკველი – სიბინძურე, უწმინდურობაა; ანუ ჭუჭყი;

 

საპნის მაგვარი მასალები ნაპოვნია ძველი ბაბილონის თიხის ცილინდრებში. ანუ: საპნის მოხარშვა არსებობდა 2800 ძველი წელთაღრიცხვით;

ბაბილონური ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ საპონს ხარშავდნენ ფერფლისგან; იგივე დასტურდება ქართულ ეთნოგრაფიაშიც – ქალები აგროვებდნენ ნაცარს, ჩაყრიდნენ გოდორში, გაუკეთებდნენ ხვრელს და ჩაასხამდნენ ცხელ წყალს; ნაცარი იწრიტებოდა სქელ ფაფისმაგვარ მასად; შემდეგ უმატებდნენ ცხოველურ ცხიმს, ხარშავდნენ თუჯის ქვაბში და ბოლოს ყალიბებში გადაჰქონდათ;

მოსემ ებრაელებს ჰიგიენის კანონები გადასცა. ბიბლია ადასტურებს, რომ საპონს ხარშავდნენ ნაცრისგან და ზეთით;

ესმა კუნჭული

 

გააზიარეთ

Share on facebook