მოვლილი კანის დღის წესრიგი

კანის სილამაზე და დღეღამის რიტმი

ალბათ შეგიმჩნვევიათ, კანის გამაჯანსაღებელ-ბიუთი პროცედურის შედეგი შეიძლება განსხვავდებოდეს, მაშინაც კი თუ ამ პროცედურებს ერთი და იგივე ცენტრში ან/და ერთი და იგივე კოსმეტიკური საშუალებებით იტარებთ.

შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ამის მიზეზი პროცედურისთვის არასწორად შერჩეული დროა! დიახ, ჩვენი კანი თავისი რიტმით ცხოვრობს, და მას საერთოდ არ აინტერსებს, როდის გაქვთ თქვენ თავისუფალი დრო ამა თუ იმ პროცედურის ჩასატარებლად – კანში სხვადასხვა ბიოლოგიური პროცესი დღეღამის განმავლობაში სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, და თუ გავითვალისწინებთ კანის დღის წესრიგს, მოვლის პროცედურები გაცილებით ეფექტური გახდება.

დღის განმავლობაში კანს ესაჭიროება ინტენსიური დაცვა, შესაბამიად მასში მიმდინარეობს პროცესები, რომელიც მიმართულია ულტრაიისფერი გამოსხივების, გარემოს მავნე ფაქტორების, დამბინძურებლების და სხვა გარეგანი აგრესიული აგენტების წინააღმდეგ. საღამოსკენ კანი გადადის აღდგენის რეჟიმზე, ამიტომ აუცილებელია პროცედურები, რომელიც მიმართულია მის აღდგენასა და კვებაზე.

მაშ ასე, გაეცანით კანის მუშაობის დღის წესრიგს:

6:00 მინიმალური ეფექტი კოსმეტიკისგან!

6:00 – კანი „იღვიძებს“. ღამე ინტენსიური განახლების და მუშაობის შემდეგ კანი იწყებს “ფორმაში ჩადგომას”.

თუმცა დილის 6 საათი სავსეა სურპრიზებით:

  • ამ დროს სისხლში იზრდება კორტიზოლის კონცენტრაცია, რაც იწვევს სხეულში სითხის შეგუბებას, და შედეგად სახის, თვალების შეშუპებას, მისგან გათვისუფლება შესაძლებელია კონტრასტული წყლის პროცედურებით, ან ყინულის კომპრესებით ( თუ არ გაქვთ როზაცეა), ან დაელოდეთ 8 საათს, როცა შეშუპება თავისთავად გაივლის.
  • ადრენალინის მომატებული კონცენტრაცია კი სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს და ამიტომ დილით ცოტა ფერმკრთალი შეიძლება იყოთ, მაგრამ არ შეგეშინდეთ, ეს დაახლოებით ერთ საათში გაივლის.
  • ღამის განმავლობაში კანის ზედაპირული შრე კარგავს დიდი რაოდენობით წყალს და შესაბამისად ელასტიურობას, ამიტომ დილით ნაოჭები უფრო ღრმა გეჩვენებათ. თუმცა კანის გაწმენდა და დამატენიენებელი კრემი ამ პრობლემას მალევე მოაგვარებს.
  • ღამის განმავლობაში კანის უჯრედები აქტიურად მუშაობდნენ, მათი ცხოველქმედების ნარჩენები კანის ზედაპირზე და ფორებშია დალექილი. ამიტომ დილით სახის გაწმენდა აუცილებელია!

დილით კანის მიერ შეწოვის უნარი მინიმალურია, ამიტომ ნუ გადაყრით ძვირადღირებულ კოსმეტიკას წყალში, მათი გავლენა კანის მდგომარეობაზე მინიმალური იქნება!

8.00 – 10.00 – ორგანიზმი საბოლოოდ იღვიძებს და აქტიურდება.

სისხლი აქტიურად მოძრაობს, კანი, როგორც ღრუბელი, იწოვს ყველაფერს, რაც მასზე ხვდება. საუკეთსო დროა ბიუთი პროცედურებისთვის, ეპიდერმისის ბარიერი მინიმალურია და ის განსაკუთრებით მგრძნობიარე აქტიური ნივთიერებებისადმი. პროგრამა მინიმუმი – გასუფთავება და დღის კრემი, პროგრამა მაქსიმუმი ბიუთი პროცედურები!

10.00 -12.00 – განსაკუთრებით აქტიურად მუშობენ კანქვეშა ცხიმოვანი ჯირკვლები. და თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ, მოიმარჯვეთ პუდრა, ის აუცილებლად გამოგადგებათ Т ზონის შესანიღბად.

12.00 – 15.00 – ორგანიზმი შესვენებაზე გადის.

ნივთიერებათა ცვლა ნელდება, და ეს ჩვენს გარეგნობაზეც, პირველ რიგში სახეზე აისახება. კანი ისე გამოიყურება, რომ თითქოს მთელი ღამე არ გიძინიათ. ამ დროს სასურველია მისი დამატებით დატენიანება: შეისხურეთ მინერალური წყალი, ტონიკი ან ჰიდროლატი.

ამ პერიოდში კანის ბარიერული აქტიობა მაქსიმუმს აღწევს, ის ფაქტიურად გაუმტარია ნებისმიერი აგენტისთვის. დღის ამ პერიოდში ჩატარებული ნებისმიერი კოსმეტიკური პროცედურა დროის და ფულის წყალში გადაყრაა. მათი ეფექტი ნოლის ტოლია!

ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ 15.00 საათის მერე ისევ ლამაზები გახდებით!

15:00 – 18:00 დღიური აქტიობის მეორე პიკი დგება

აქტიურდება გემოვნების, ყნოსვის რეცეპტორები. იდეალური დროა ახალი სუნამოს, კოსმეტიკური საშუალებების შესარჩევად. კოსმეტიკური და ფიტნეს პროცედურებისათვის.

18.00 – 21.00 – საუკეთესო დროა, რომ მიხედოთ საკუთარ გარეგნობას.

სახის კანი და სხეული მადლიერებით პასუხობს მასზე ნებისმიერ ზრუნვას. ფორები გაფართოებულია, განსაკუთრებით ეფექტურია პროცედურები მიმართული კანის გასუფთავებაზე. იდეალური დროა საუნის ან აბანოსთვის, პილინგისათვის და გამწმენდი პროცედურებისათვის. კანი ადვილად იცილებს მკვდარ უჯრედებს და შლაკებს რომელიც დღის განმავლობაში მის ზედაპირზე დაგროვდა. დროა ჩამოიცილოთ კოსმეტიკა, რომელიც მასზე დღის განმავლობაში დაიტანეთ. და მოამზადეთ ის ღამის კრემებისთვის.

21:00 – 22:00 – ორგანიზმი ემზადება ძილისთვის!

კანის მოვლის ღამის პროცედურების დრო დადგა! კანის ბარიერული უნარი მინიმალურია, აქტიურდება უჯრედების განახლების პროცესი, ამ დროს კანის უჯრედები 8 ჯერ უფრო აქტიურები არიან ვიდრე დღის 12 საათზე. იდეალური დროა კანის კვებისთვის და დატენიანებისთვის, ასევე ნებისმიერი სამკურნალო მალამოების და კრემების გამოყენებისთვის. და ეს ყველაფერი უნდა მოასწროთ 22 საათამდე, რადგან 23 საათის შემდეგ ეპიდერმისის გამტარობა ისევ მინიმალური გახდება.

რა თქმა უნდა ყველამ იცის, მაგრამ მაინც გახსენებთ, ღამის კრემი უნდა დაიტანოთ დაძინებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე, და არა მაშინ, როცა დასაწოლად ემზადებით. კრემი კანმა უნდა შეიწოვოს მანამ, სანამ დაიძინებთ. მიეცით კანს საშუალება, ღამის განმავლობაში შეითვისოს ის რითაც ის გამოკვებეთ!

23:00-5:00 – გასალამაზებელი ძილი

ძილს შუაღამემდე დამსახურებულად უწოდებენ გასალამაზებელ ძილს – სწორედ ამ პერიოდში მაქსიმალურია კანის რეგენერაციული აქტიობა, ამასთან, თუ თქვენ გძინავთ, ეს პროცესი კიდე უფრო აქტიურად მიმდინარეობს. შუაღამე კანის უჯრედების გამრავლების პიკია, ამიტომ ამ დროს კანის საუკეთესო მოვლა – ძილია!

 

 

გააზიარეთ

Share on facebook