დაგვიკავშრიდით!

+995 555 505 199

ღვინის საპონი ცხიმიანი კანისთვის - რქაწითელი

Image

12.00 a

საპონი ინარჩუნებს თეთრი, ტანინიანი ღვინის ყველა სასარგებლო თვისებას. ატენიანებს კანს, არეგულირებს კანში ცხიმის და წყლის ბალანსს. გააჩნია მატონიზირებელი ეფექტი. რეკომენდირებულია ცხიმიანი და კომბინირებული კანისათვის, ტანინის დახმარებით ხელს უწყობს კანის პრობლემების, მათ შორის სებორეის მოგვარებას.

შემადგენლობა: თეთრი ღვინო (ქვევრის რქაწითელი), ქოქოსის ცხიმი, ზეითუნის ზეთი,  პალმის ცხიმი, ყურძნის წიპწის ზეთი, ბრიჯის ღივის და ნუშის ზეთების საპონიფიკაციის პროდუქტები. 

ღვინო მდიდარია ანტიოქსიდანტებით, პოლიფერონებით, ორგანული მჟავებით, ფლავონოიდებით, В, С, Р, Е ჯგუფის ვიტამინებით და მიკროელემენტებით. სწორედ მათი წყალობით ღვინო ოდითგანვე ითვლებოდა სილამაზის ელექსირად. ძველ ეგვიპტეში ღვინის ნალექზე ამზადებდნენ სახის გამაახალგაზრდავებელ ნიღაბს. ძველი რომაელები და ბერძნები კანის სილამაზის შესანარჩუნებლად   ღვინის მასაჟებით და ღვინის აბაზანებით სარგებლობდნენ.  დღისათვის ღვინო და ღვინის ექსტრაქტი აქტიურად გამოიყენება  anti-age  თერაპიაში.

თეთრი ღვინო იდეალურია მოდუნებული კანისათვის, ის საგრძნობლად ამცირებს  კანის პიგმენტაციისას და ხელს უწყობს ნაწიბურების მოცილებას.

 

წონა: 100 გრ

 

 

 





შემოგვიერდით

soap@naturale.ge

+995 555 505 199

გსურთ ჩვენგან სიახლეების მიღება? დარეგისტრირდით

სახელი
ელ-ფოსტა