დაგვიკავშრიდით!

+995 555 505 199

არა აკნეს - პრობლემური კანის საბაზისო მოვლა

Image

50.00 a

აკნეს ქრონიკული ან პერიოდული ფორმის შემთხვევაში გთავაზობთ საბაზისო მოვლის სერიას, რომელშიც შედის:

 1. სამკურნალო საპონი, რომელიც შეირჩევა კანის ტიპის მიხედვით 

ნიმის ზეთის საპონი - ძალიან ცხიმიანი კანისთვის

12.00 a

მოქმედება: შეიცავს უნიკალურ ბუნებრივ კომპონენტს - ნიმის ზეთს. იდეალურია დაზიანებული და პრობლემური კანისათვის.  ეფექტურად ატენიანებს და არბილებს კანს, ებრძვის კანის ინფექციებს, როგორიცაა აკნე, ეგზემა,  ინფექციური გამონაყარი, ნეიროდერმიტი,  ფსორიაზი.

შემადგენლობა: გამოხდილი წყალი, საპონიფიცირებული ზეითუნის, ქოქოსის, პალმის, აბუსალათინის და რაფსის ზეთები.  ნიმის ზეთი, ჩაის ხის ეთერზეთი

ნიმის ზეთი  - ხასიათდება გამოხატული ანტიბაქტერული, ანტივირუსული, ანტისეტიკური და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით, შეიცავს ვიტამინ Е -ს, და შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს. აზიაში ითვლება, როგორც პანაცეა ძალიან ბევრი დაავადების წინააღმდეგ. განსაკუთრებით ეფექტურია მისი მოქმედება კანზე.

წონა: 100 გრ

არყის ხის კუპრის საპონი ცხიმიანი და ძალიან ცხიმიანი კანისთვის - 

12.00 a

შემადგენლობა: გამოხდილი წყალი, საპონიფიცირებული ზეითუნის, ქოქოსის, პალმის ზეთები. ყურძნის წიპწის ზეთი, ბრინჯის ღივის ზეთი, არყის ხის კუპრი, ავოკადოს ზეთი, ქაცვის ზეთი

მოქმედება: ნატურალური არყის ხის კუპრის დახმარებით საპონს გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ასუფთავებს პრობლემურ და დაზიანებულ კანს, ქაცვის ზეთი კვებავს და არბილებს კანს, ხელს უწყობს ნაწიბურების გასწორებას.

საპონი რეკომენდირებული ცხიმიანი სებორეის და აკნეს შემთხვევაში.

  • არყის ხის კუპი - ხასიათდება ძლიერი ანტისეპტიკური მოქმედებით, ამიტომ მას ფართოდ გამოიყენებენ კანის ინფექცური დაავადებების სამკურნალოთ: აკნე, ფურუნკული, სოკოვანი დაავადებები, ეკზება, წყლულები. პსორიაზი, სებორეა და სხვ
  • ქაცვის ზეთი - ვიტამინებით მდიდარი ქაცვის ზეთი კვებავს და ატონიზირებს კანს, უბრუნებს მას ელასტიურობას

წონა: 100 გრ

გოგირდის საპონი კომბინირებული კანისთვის - 

12.00 a

მოქმედება: რეკომენდირებულია ინფექციურ გამონაყარის, ფსორიაზის, ნეიროდერმიტის, კანის სოკოვანი ინფექციებისას. ღრმად ასუფთავებს კანის ფორებს და იცავს ინფექციის შემდგომ გავრცელებისაგან. არ აშრობს კანს, ხსნის დაჭიმულობის შეგრძნებას.

  • გოგირდი - ფართოდ გამოიყენება კანის პრობლემებისას, კერძოდ ინფექციურ გამონაყარის, ფსორიაზის, ნეიროდერმიტის, კანის სოკოვანი ინფექციებისას.
  • ჟოჟობას ზეთი - ამსუბუქებს ქავილს და კანის დაჭიმულობას პსორიაზის და ეგზემის დროს.

შემადგენლობა: გამოხდილი წყალი, საპონიფიცირებული ზეითუნის, ქოქოსის, პალმის ზეთები, ყურძნის წიპწის, ბრინჯის ღივის, ჟოჟობას და ავოკადოს ზეთი, დალექილი გოგირდი

წონა: 100 გრ

ყურძნის წიპწის ზეთის საპონი სოჭის ეთერზეთით ( საჩუქარი)

მოქმედება: საპონი ატენიანებს კანს, არეგულირებს ცხიმის გამოყოფას, გააჩნია მატონიზირებელი ეფექტი. რეკომენდირებულია ცხიმიანი და კომბინირებული კანისათვის, ხელს უშლის სებორეის განვითარებას.

არომაეფექტი: სოჭის ზეთის არომატი ამშვიდებს ორგანიზმს, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, აუმჯობესებს ძილს. იდეალურია აბანოსა და საუნისათვის!

  • ზეითუნის ზეთი - ატენიანებს კანს, უნარჩუნებს ელასტიურობას, კვებავს და არბილებს მას.
  • ყურძნის წიპწის ზეთი - ატენიანებს კანს, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლებს მუშაობას, და ამცირებს მათ ინტენსობას, ახასიათებს ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტი, ზრდის კანის ელასტიურობას.
  • სოჭის ზეთში შემავალი მიკროელემენტები ასუფთავებენ კანის ზედაპირს, აღადგენენ მის სტრუქტურას.
  • მისი სასიამოვნო არომატი ამშვიდებს ორგანიზმს, ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს ძილს.

შემადგენლობა: ქოქოსის, პალმის, ზეითუნის ზეთი. ყურძნის წიპწის ზეთი, ავოკადოს ზეთი, სოჭის ეთერზეთი.

წონა: 100 გრ.

2. სკრაბ ნიღაბი შავი და ცისფერი თიხით პრობლემური კანისათვის შავი წერტილების წინააღმდეგ - 

20.00 a

სკრაბი ღრმად  ასუფთავებს და ატენიანებს კანს, აცილებს მას მკვდარ უჯრედებს, ასუფთავებს და ავიწროებს ფორებს. ეფექტურია შავი წერტილების წინააღმდეგ. 

გამოყენება: გასუფთავებულ კანზე წრიული მოძრაობით შეიზილეთ სკრაბი- ნიღაბი, გაიჩერეთ რამოდენიმე წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. დაიტანეთ დამატენიანებელი კრემი. შემადგენლობა: როზმარინის ჰოდროლატი, ყურძნის წიპწის, ნუშის, ბრინჯის ზეთები, პოლავაქსი, ცისფერი და შავი თიხა, გარგარის კურკის ფხვნილი, როზმარინის და ჩაის ხის ეთერზეთი, ოპტიფენ BD

მოც: 100 მლ 

 3. ტონიკი ცხიმიანი და პრობლემური კანისათვის - 

20.00 a

საბოლოოდ ასუფთავებს, ატენიანებს, ატონიზირებს და ამშვიდებს კანს, ასუფთავებს და ხურავს ფორებს, ებრძვის ჩირქოვან გამონაყარს, ააქტიურებს კანის მიკროცირკულაციას, ამზადებს კანს კრემის დასატანად

შემადგენლობა: ვერცხლის იონებით გამდიდრებული წყალი, როზმარინის ჰიდროლატი, გლიცერინი, ალანტოინი, თეთრი შაბი, ბისაბოლოლი, ჩაის ხის ეთერზეთი

მოცულობა 100 მლ 

ან ლოსიონი გაპარსვის შემდეგ ცხიმიანი კომბინირებული და პრობლემური კანისთვის

20.00 a

 ატენიანებს, ატონიზირებს და ამშვიდებს კანს, არეგულირებს ცხიმის გამოყოფას. ებრძვის ჩირქოვან გამონაყარს, ხელს უწყობს მცირე ჭრილობების შეხორცებას. ახასიათებს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება

შემადგენლობა: ვერცხლის იონებით გამდიდრებული წყალი, როზმარინის ჰიდროლატი, გლიცერინი, ალანტოინი, თეთრი შაბი, ბისაბოლოლი, Willowherb, ჩაის ხის ეთერზეთი

მოცულობა 100 მლ 





შემოგვიერდით

soap@naturale.ge

+995 555 505 199

გსურთ ჩვენგან სიახლეების მიღება? დარეგისტრირდით

სახელი
ელ-ფოსტა