დაგვიკავშრიდით!

+995 555 505 199

ასწლეულების მანძილზე ინდოელები ნიმის ხეს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ. მას სოფლის აფთიაქსაც და ყველა დაავადების მკურნალსაც უწოდებდნენ. ნიმის ხე მოხსენიებულია აურვედას ტექსტებში, როგორც sarva roga nivarini ანუ „ის, ვინც შიშის ზარს სცემს ყველა ავადმყოფობას“, მისი ექსტრაქტები, აურვედაში, ოდითგანვე გამოიყენება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, აგრეთვე, როგორც თმისა და კანის მოვლის საშუალება, დღეისათვის აღმოჩენილი და შესწავლილი სამოცამდე სამკურნალო რეცეპტი, სადაც ნიმის ზეთია გამოყენებული.

დღესდღეობით ნიმის ზეთი სულ უფრო პოპულარული ხდება არა მარტო აზიაში, არამედ ევროპასა და ამერიკაშიც. თანამედროვე გამოკვლევებით დადგინდა, რომ ნიმის ზეთის პრეპარატები, ძლიერ მოქმედი ქიმიური სამკურნალო პრეპარატების, ეფექტურ და უვნებელ ალტერნატივას წარმოადგენს, ამ სასწაულმოქმედ ზეთს ერთადერთი ნაკლი გააჩნია - ძლიერი ხახვის სუნი!

  • ნიმის ფოთლებს გააჩნია  ანტიბაქტერული, ანტივირუსული, ანტისეტიკური და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით,
  • ნიმის ზეთი და ნიმის ფოთლებს ექსტრაქტი კანის მოვლის  ეფექტური საშუალებაა, ზეთი ხსნის კანის სიმშრალეს, ქავილის შეგრძნებას, სიწითლეს და გაღიზიანებას,  ატენიანებს კანს და თმას, აძლიერებს და ააქტიურებს თმის ზრდას.
  • ნიმი, თავისი დეტოქსიკაციური თვისებების გამო, ფართოდ  გამოიყენება უმეტესობა აურვედას პრეპარატებში კანის დაავადებების სამკურნალოდ
  • ნიმი ხელს უშლის აკნეს გამომწვევი ბაქტერიების, ასევე ეპიდერმული სტაფილოკოკის ზრდას და გამრავლებას, აუმჯობესებს კანის ზოგად მდგომარეობას, ააქტიურებს მის უნარს, ებრძოლოს ბაქტერიულ ინფექციებს, გამონაყარს, ფურუნკულებს, წყლულებს
  • დიდი რაოდენობით შეცავს ანტიოქსიდანტებს, ცხიმოვან მჟავებს და ვიტამინებს, იცავს კანს გარემოს მავნე ზეგავლენიდან და აფერხებს დაბერების პროცესს. აღადგენს მის ელასტიურობას და ჯანმრთელ ელფერს
  • ხასიათდება ჭრილობის შემახორცებელი მოქმედებით, აძლიერებს რეგენერაციის პროცესს

და კიდე, ბუნებრივი კონსერვანტია და პესტიციდია. ფართოდ გამოიყენება   მწერების და პარაზიტების წინააღმდეგ.

http://www.discoverneem.com/ 

შემოგვიერდით

soap@naturale.ge

+995 555 505 199

გსურს სიახლეების მიღება? დარეგისტრირდი!

სახელი
ელ-ფოსტა