დაგვიკავშრიდით!

+995 555 505 199

საბაზისო ზეთები ეთერზეთები აქტიური დანამატები
საბაზისო და კოსმეტიკური ზეთები

აბუსალათინის ზეთი

მდიდარია ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ხასიათდება ძლიერი დამატენიანებელი ეფექტით. შეუცველია თმის მოვლაში. კვებავს და ატენიანებს თმას,. ანიჭებს მას ბუნებრივ ბზინვარებას. ხელს უშლის თმის ცვენის პროცესს.

ავოკადოს ზეთი

უძველესი დროიდან ითვლება „სილამაზის ზეთად“. კვებავს, ატენიანებს და არბილებს მშრალ კანს, კვებავს და ბზინვარებას ანიჭებს თმას. მდიდარია პროვიტამინებთ და მინერალებით. ხასიათდება უნიკალური გამაახალგაზრდავებელი მოქმედებით.

ბირკავას ზეთი

ბირკავას ზეთი მდიდარია A,C,E,P და B ჯგუფის ვიტამინებით, ხელს უწყობს რეგენერაციის პროცესს, ხასიათდება ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ფართოდ გამოიყენება კანის დაზიანებების სამკურნალოდ. შეუცვლელია თმის მოვლისათვის. კვებავს და ატენიანებს თმას და თავის კანს, თმას ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას და სირბილეს.

ბრინჯის ზეთი

მდიდარია ვიტამინებით, ხასიათდება ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედებით. ადვილად შეიწოვება კანში და ანიჭებს მას ელასტიურობას.

გარგრის კურკის ზეთი

მდიდარია უჯერი ცხიმოვანი მჟავებით და ვიტამინებით. სასარგებლოა ყველა ტიპის კანისთვის, კვებავს კანს, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას, აქვს რეგენერაციული, მატონიზირებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. ხელს უწყობს კანის ელასტიურობის და სიმკვივის აღდგენას.

დაფნის ზეთი

ძლიერი ანტისეპტიკური ზეთია, ეფექტურია ცხიმიანი, კომბინირებული და პრობლემური კანის მოვლისათვის. ებრძვის კანის ინფექცურ დაავაებებს, გამონაყარს, სებორეას, აკნეს. ხელს უწყობს ზედაპირული ჭრილობების შეხორცებას. შეუცვლელია ცხიმიანი თმის მოვლაში. ეფექტურია ქერტლის წინაააღმდეგ და თმის ცვენისას.

ზეითუნის ზეთი

მდიდარია ვიტამინებით, ფიტოსტეროლით, და ფოსფოლიპიდებით, ცნობილია უძველესი დროიდან, როგორც კანის და თმის მოვლის შეუცვლელი საშუალება. იცავს კანს და თმას გამოშრობისაგან. ხასიათდება ძლიერი მაკონდესირებელი და დამარბილებელი მოქმედებით.

კაკაოს ცხიმი

ხასიათდება ძლიერ დამარბილებელი და რეგენერაციული თვისებებით, განსაკუთრებით სასარგებლოა გამომშრალი, აქერცლილი და გაუწყლოებული კანისათვის.

კალენდულას ზეთი

ცნობილია თავისი უნიკალური სამკურნალო თვისებებით. ხასიათდება ანტისეპტიკური, დამარბილებელი, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებით. ატენიანებს, არბილებს და კვებავს კანს. განსაკუთრებით ეფექტურია პრობლემური და ცხიმიანი კანისთვის.

მდოგის ზეთი

მის შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები კვებავს და იცავს კანს და თმას, ზეთი ადვილად შეიწოვება კანში და ახდენს მის დატენიანებას და დარბილებას. შუცვლელია თმის მოვლაში, კვებავს თმას, ანიჭებს ბუენბრივ ბზინვარებას, ხელს უწყობს თმის ცვენის შეჩერებას.

ნიმის ზეთი

უძლიერესი ანტისეპტიკური საშუალებაა, ხასიათდება სოკოსსაწინააღმდეგო, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ჭრილობის შემახორცებელი თვისებებით. ძალიან ეფექტურად გამოიყენება კანის სხვადასხვა სახის დაავადებების სამკურნალოდ. ახასიათბს ძლიერ დამატენიანებელი და დამარბილებელი და გამაღიავებელი ეფექტი. ეფქტურია თმის მოვლაში. აღადენს და აძლიერებს თმას. ხელს უშლიც ქერტლს და თმის ცვენას. წარმოადგენს ბუნებრიბ საშუალებას თმის და კანის პარაზიტების წინააღმდეგ.

ნუშის ზეთი

კლასიკური კოსმეტიკური ზეთია, არეგულირებს კანის ცხიმოვან და წყლის ბალანსს. მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. ხელს უშლის დაბერების პროცესს, კვებავს და ატენიანებს კანსა და თმას. იცავს მათ ულტრაიისფერის სხივების მავნე ზემოქმედებიდან.

პალმის ზეთი

მდიდარია ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებით, შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტინებს. არბილებს და ატენიანებს კანს.

ჟოჟობას ზეთი

შემადგენლობით ძალიან ახლოს არის ადამიანის კანის ცხიმთან, ამიტომ ძალიან ეფექტურია ყველა ტიპის კანისათვის, კვებავს და ატენიანებს კანს. სასარგებლოა როგორც ახალგაზრდა პრობლემური, ასევე ხანდაზმული, მოშვებული კანისათვის.

რაპსის ზეთი

ცნობილია როგორც ჩრდილოეთის ზეითუნის ზეთი, ატენიანებს, არბილებს, კვებავს და აღადგენს კანს და თმას. განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. აჩქარებს კანის რეგენერაციის პროცესს. ზრდის კანის ელასტიურობას და სიმკვრივეს.

ქაცვის ზეთი

მდიდარია ვიტამინებით და ანტოქსიდანტებით, იდეალურია კანის დაბერების წინააღმდეგ ბრძოლაში, აქვს გამოხატული რეგენერაციული თვისებები. ხელს უწყობს ჭრილობების შეხოცებას. ეფექტურია კანის დაავადებების დროს.

ქოქოსის ცხიმი

ცნობილი ა ჯერ კიდე კლეოპატრას დროიდან, და ითვლება ქალური სილამაზის და ახალგაზრდობის შენარჩუნების უმთავრეს საშუალებად. ეფექტურად კვებავს, არბილებს და ატენიანებს კანს.

ყურძნის წიპწის ზეთი

სასარგებლოა ყველა ტიპის, განსაკუთრებით ცხიმიანი და პრობლემური კანისათვის. ავიწროებს ფორებს, ინარჩუნებს კანში ცხიმისა და ტენის ბალანსს. ატონიზირებს და ატენიანებს კანს. იდეალურია ცხიმიანი თმის მოვლაში.

შის ცხიმი

ეფექტურად ატენიანებს კანს, ხელს უწყობს უჯრედებს აღდგენის პროცესს. გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ულტრაიისფერი ფილტრის ეფექტი. არბილებს კანს, იცავს მას მავნე ზეგავლენისგან. იდეალურია გრძნობიარე კანისათვის.

ჭინჭრის ზეთი

ოდითგანვე ცნობილია მისი სამკურნალო თვისებები, მათ შორის ანთებს საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თმის მოვლაში. აძლიერებს და კვებავს თმას. ხელს უშლის თმის ცვენას. რეკომენდირებულია აგრეთვე ქერტლის წინააღმდეგ.

ხორბლის ღივის ზეთი

მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით ვიტამინ Е. იდეალურია მშრალი, დაზიანებული კანისათვის. ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციის პროცესს. დელიკატურად არბილებს და ატენიანებს კანს.

ეთერზეთები

ლავანდის ეთერზეთი

ახასიათებს აღმდგენელი, გამაახალგაზრდავებელი ეფექტი უჯრედებსა და კანზე. ხსნის სიწითლეს. ქავილს, აქერცვლას და ანთებით პროცესებს. იდეალურია ნაზი, დაზიანებული კანისათვის. ეფექტურია ყველა ტიპის კანისათვის. იდეალურად უვლის დაზიანებულ თმას, აქრობს ქერტლს, თმის მსხვრევადობას, ებრძვის თმის ცვენას.

ტკბილი ფორთოხალის ეთერზეთი

არეგულირებს კანის ცხიმოვან ბალანსს, ამიტომ ერთნაირად ეფექტურია ყველა ტიპის კანისათვის. აღადგენს და ატენიანებს მშრალ კანს, ასუფთავებს და ავიწროებს ფორებს. კანს ანიჭებს სიმკვრივეს და ელასტიურობას. ასტიმულირებს ლიმფის მოძრაობას და ხელს უწყობს კანიდან ტოქსინების გამოდევნას, უძლიერესი ანტიცელულიტური საშუალებაა, შეუცვლელია ანტიცელულიტურ მოვლის საშუალებებში. ეფექტური საშუალებაა ქერტლის წინააღმდეგ, განსაკუთრებით მშრალი თმისათვის.

ჩაის ხის ზეთი

ხასიათდება უძლიერესი ანტისეპტიკური, ბაქტერიოციდული, ანტივირუსული და ანთებისაწინააღმდეგო მოქმედებით, ეფექტურია ჭრილობების და კანის ინფექციური დაზიანებებისას. ახდენს ჭრილობების დეზინფიცირებას და ხელს უწყობს მათ შეხორცებას. აქრობს უსიამო სუნს.

ევკალიპტის ეთერზეთი

ეფექტურად ებრძვის კანის სხვადასხვა ტიპის ინფექციებს და ანთებით პროცესებს. ხასიათდება გამაღიავებელი ეფექტით, კარგი მადეზედორირებელი საშუალებაა. კარგი საშუალებაა თმის ცვენს და ქერტლის წინააღმდეგ.

სოჭის ზეთი

ეფექტურია ცხიმიანი და პრობლემური კანისათვის. რამდენადაც ხასიათდება გამოხატული ანტისეპტიკური მოქმედებით, და ამასთან აბალანსებს ცხიმოვანი უჯრედების სეკრეციას. ეფექტურია თმის კანის აქერცვლის, ქერტლის და მომატებული ცხიმწარმოქმნისას/ მისი შემადგენელი აქტიური კომპონენტები იწვევენ თმის ფოლიკულების სტიმულაციას, და ხელს უწყობენ თმის ზრდის გააქტიურებას.

ვარდის ეთერზეთი

საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალებაა, ეფექტურია როგორც მგრძნობიარე ასევე ხანდაზმული კანის მოვლისათვის. ხელს უწყობს რეგენერაცის პროცეს, ებრძვის ასაკობრივ პიგმენტურ ლაქებს, კვებავს და ატონიზირებს კანს.

ვარდის ხის ზეთი

ხასიათდება მატონიზირებელი, მადეზოდორირებელი და ანტისეპტიკური მოქმედებით, ეფექტურია მშრალი, მგრძნობიარე და ხანდაზმული კანისათვის. ასტიმულირებს კანის უჯრედების მუშაობას, ხელს უწყობს რეგენერაციის პროცესს. ხასიათდება გამოხატული მაკონდესირებელი და დამარბილებელი მოქმედებით.

ილანგ ილანგი

უნივერსალური ეთერზეთია, რომელიც ერთნაირად დადებითად მოქმედებს ყველა ტიპის კანზე, ცხიმიანი კანის შემთხვევაში არეგულირებს კანქვეშა ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას, ახდენს ფორების შევიწროებას, ხოლო ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტის გამო, ეფექტურად ებრძვის ინფექციურ გამონაყარს. მშრალი და მგრძნობიარე კანის შემთხვევაში, ხელს უწყობს კანის დატენიანებას, და გაღიზიანებული უბნების დამშვიდებას.

მელისა

იდეალურად აუცხიმოვნებს კანს, ამიტომ რეკომენდირებულია ფოროვანი და ცხიმიანი კანისათვის, აგრეთვე ჩირქოვანი გამონაყარის შემთხვევაში. იგივე ეფექტი აქვს ცხიმიანი თმის შემთხვევაშიც,. გარდა ამისა ეფექტურად ებრძვის ქერტლსაც.

ბერგამოტის ზეთი

იდეალურია ცხიმიანი კანისათვის. ხასიათდება ანტისეპტიკური მოქმედებით, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვების სეკრეციას, ავიწროებს ფორებს, ხსნის გაღიზიანებას და ანთებით პროცესებს. ატონიზირებს კანს.

ნეროლის ზეთი

ეფექტური საშუალებაა მშრალი და მგრძნობიარე კანისათვის. ეხმარება კანის ნორმალური წყლის ბალანსის აღდგენაში. ატენიანებს და არბილებს კანს. ხსნის კანის გაღიზიანებას. და იცავს კანს გარემოს მავნე ზეგავლენიდან.

დანამატები

აბრეშუმის პროტეინი

ადვილად შეიწოვება კანში, ხასიათდება ძლიერი დამატენიანებელი მოქმედებით, აძლიერებს კანის ზედაპირული შრეების მეტაბოლიზმს, ხელს უწყობენ კანის რეგენერაციას, იცავს კანს გარემოს მავნე ზეგავლენიდან.

არყის ხის კუპრი

ხელს უწყობს კანის აღდგენის პროცესს. ძლიერი ანტისეპტიკია, ხასიათდება ანთებისსაწინააღმდეგო და ინსეკტიციდური მოქმედებით. ფართოდ გამოიყენება კანის ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ.

გოგირდი

მას სილამაზის მინერალსაც უწოდებენ. ძლიერი ანტისეპტიკური და ანტიპარაზიტული საშუალებაა, ხასიათდება ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებით, ხელს უწყობენ უჯრედების რეგენერაციას, ფსორიაზს, დერმატიტის, ფოლიკულიტების და სხვა ანთებითი პროცესების დროს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოიყენება საპონი გოგირდით.

გვირილას ნაყენი

ხასიათდება ძლიერ ბაქტერიოციდული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებით. ინტენსიურად კვებავს, ამშვიდებს და ატენიანებს კანს, არბილებს და კვებავს თმას, ანიჭებს მას ბუნებრივ ბზინვარებას.

დინდგელი

ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, ის არამარტო ძლიერი ანტისეპტიკია, არამედ ხასიათდება უნიკალური თვისებით, დააჩქაროს კანის აღდგენის პროცესი.

კალენდულას ნაყენი

ერთ ერთი ყველაზე პოპულარული დანამატია კოსმეტიკაში, მასში თავმოყრილია მრავალი მიკროელემენტი და ვიტამინი, რის გამოც კალენდულა ხასიათდება ძლიერი ანთებისსაწინააღმდეო, აღმადგენელი, დამამშვიდებელი, დამარბილებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედებით. იცავს კანს გარემოს მავნე ზეგავლენისაგან.

ჭინჭრის ნაყენი

შეიცავს დიდი რაოდენობით აქტიურ ნივთერებებს, ვიტამინებს. ხასიათდება ბაქტერიოციდული მოქმედებით. აძლიერებს თმას, ამდიდრებს მას სასარგებლო ნივთიერებებით. აღადგენს თმის სტრუქტურას. ანიჭებს მას ბუნებრივ ბზინვარებას.

შემოგვიერდით

soap@naturale.ge

+995 555 505 199

გსურთ ჩვენგან სიახლეების მიღება? დარეგისტრირდით

სახელი
ელ-ფოსტა