დაგვიკავშრიდით!

+995 555 505 199

 

ქარხნული საპონი მზადდება ხორცის წარმოების ნარჩენებისგან და იაფფასიანი მცენარეული ზეთებისაგან, რომელსაც ემატება დეტერგენტები - სინტეთური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (SLS, SLES). ისინი ძლიერი სარეცხი საშუალებებია და... ძლიერ აშრობენ კანს. საპონს აცილებენ გლიცერინს, რომ გაზარდონ მისი შენახვის ვადა. უმატებენ კონსერვანტებს, სტაბილიზატორებს (EDTA), ანტიბაქტერიული კომპონენტებს (ტრიკლოზანი), მჟავიანობის რეგულატორებს და  იაფი, ლამაზი, მკვეთრი სუნის და ფერის „საპონი“ მზადაა.

ორიოდე სიტყვით სინტეთური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების შესახებ - Sodium Lauryl Sulfate (SLS) и Sodium Laureth Sulfate (SLES) – ეს იაფფასიანი სარეცხი საშუალებებია, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ტუალეტის საპნის, შამპუნების, შხაპგელების, კბილის პასტის და სხვა წარმოებაში.

SLS и SLES, მოქმედებენ რა კანზე და თმაზე, სრულად არ ჩამოიბანებიან, და რჩებიან მასზე. რაც შეიძლება გახდეს კანის გაღიზიანების და თმების დაზიანების მიზეზი. უფრო მეტიც, SLS и SLES შედიან რეაქციაში კოსმეტიკური საშუალების სხვა კომპონენტებთან, რეაქციის პროდუქტები ხასიათდებიან კანცეროგენული მოქმედებით და სამწუხაროდ, კანის გავლით აღწევენ ორგანიზმში. (http://www.healthy-communications.com/depth_of_toxic_chemic…).

პოტენციური საფრთხის შემცველია კონსერვატები, მათ შეიძლება გამოიწვიონ ალერგია, დააზიანონ კანის ბუნებრივი საფარი.

კანისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ანტიბაქტერიული კომპონენტები, რომლებიც ერთნაირი წარმატებით ანადგურებენ, როგორც ადამიანისათვის საფრთხის შემცველ, ასევე კანის ბუნებრივ მიკროფლორასაც, და ამით მას კიდე უფრო დაუცველს ხდის პათოგენური მიკროორგანიზმების ზეგავლენისაგან.

რაც შეეხება ნატურალურ საპონს:

ნატურალური საპონის მზადდება ხელით და მასში გამოიყენება მხოლოდ ნატურალური, გასუფთავებული მცენარეული ზეთები, მათ შორის ძვირფასი კოსმეტიკური და სამკურნალო ცხიმებიც. საპნის ხარისხის გასაუმჯობესებლად, მას ემატება მცენარეული გლიცერინი, აბრეშუმი, სამკურნალო მცენარეების ნაყენი, არყის ხის კუპრი, თაფლი, კაკაო, რძე, შვრიის ფქვილი, ლუდი, ღვინო, ნატურალური ეთერზეთები. ეს უკანასკნელი გარდა სასიამოვნო არომატისა, დამატებით სასარგებლო თვისებებს ანიჭებენ საპონს. უფრო მეტიც, მათ შეუძლია საპონი სამკურნალო გახადნონ (ბევრი ნატურალური დანამატი, რომლებიც საპონში გამოიყენება, ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით). 

ნატურალურ საპონს არ ემატება სინთეტური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, სტაბილიზატორები და კონსერვანტები. კონსერვანტის გამოყენება, სწორად შერჩეული რეცეპტის შემთხვევაში უბრალოდ საჭიროც არა რის.

და ერთი, ძალიან მნიშვნელობანი მომენტი, ნატურალური საპონი, ბიოდეგრადირებადია, და არ აყენებს ზიანს გარემოს, განსხვავებით ქარხნული საპნისაგან, რომლის შემადგენლობაში არსებული აგრესიული დანამატები სერიოზულად აბინძურებს გარემოს.

თუმცა ყველა საპონი, რომელსაც ნატურალურის სახელით არის ბაზარზე, ნატურალური არ არის, მაგალითად საპონი ფუძეზე, რომლის დასახელებაში სიტყვა ხელნაკეთს, ხშირად შეცდომაში შეყავს მომხარებელი და ის „ხელნაკეთს“ აიგივებს „ნატურალურთან“, მით უმეტეს რომ ასეთ საპნებს ხშირად უმატებენ ისეთ ნატურალურ დანამატებს, როგორიცაა მცენარეების ფოთლები ან ყვავილის ფურცლები, კოსმეტიკური ცხიმები ან ეთერზეთები

საპნის ფუძე  მზა ქარხნული საპონია. ის

  • შეიცავს მხოლოდ იაფფასიან მცენარეულ ცხიმებს.
  • კარგად ქაფდება, მასში დეტერგენტების (SLS, SLES) არსებობის გამო. 
  • შეიცავს დიდი რაოდენობით სპირტს ( უკეთეს შემთხვევაში ეთილის სპირტს, უარეს შემთხვვაში იზოპროპილის სპირტს)
  • შეიცავს სასარგებლო გლიცერინს.
  • გამჭვირვალეა რაც იძლევა საშუალებას, რომ მას ნებისმიერი ფერი მიეცეს.

საპნის ფუძეს ემატება სხვადასხვა კოსმეტიკური ცხიმები და და სასარგებლო დანამატები, საკვები საღებავები და სინთეტური არომატიზატორები და მიიღება მკვეთრი, ლამაზი და სასიამოვნო საპონი. რა თქმა უნდა ასეთი საპონი, ქარხნულ საპონზე სასარგებლოა, თუმცა ის მაინც შეიცავს ქარხნული საპნის მავნე კომპონენტებს.

შემოგვიერდით

soap@naturale.ge

+995 555 505 199

გსურს სიახლეების მიღება? დარეგისტრირდი!

სახელი
ელ-ფოსტა