დაგვიკავშრიდით!

+995 555 505 199

  

 საპინდუსი - ინდიელების საპონი, ასე უწოდებდნენ მას ევროპაში და ძალიან აფასებდნენ, როგორც იდეალურ საპონს. აზიასა და სამხრეთ ამერიკაში კი მის ნაყოფს ასწლეულობის განმავლობაში იყენებდნენ როგორც ერთადერთ დასაბან და სარეცხ საშუალებას. მას  იყენებენ აიურვედაში, როგორც ტრადიციული ინდური მედიცინის  მნიშვნელოვან შემადგენელ კომპონენტს.  

თანამედროვე სამყაროში, კი მისი ნაყოფი აქტიურად გამოიყენება კოსმეტიკაში, აგრეთვე როგორც ეკოლოგიურად უსაფრთხო დამბანი და სარეცხი საშუალება. რეცხვის შემდეგ ის არ ტოვებს სუნს, არ უცვლის ფერს ქსოვილს, გამოყენების შემდეგ კი სრულად იშლება ბუნებაში ისე, რომ არ აბინძურებს მას.

საპნის ხის ნაყოფი, უფრო სწორად მისი ნაჭუჭი შეიცავს ბუნებრივ საპონინებს, რომელიც წყალთან შეხებისას წარმოქნის სუსტ ქაფს, და წარმოადგენს უნივერსალურ დასაბან - სარეცხ საშაულებას. 

საპინდუსი ხასიათდება ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული თვისებებით, და შეიძლება გამოყენებული იყოს კანის დაავადებების სამკურნალოდ. მისი ჰიპოალერგიული ხასიათი, კი ამ ნაყოფს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. საპინდუსის ნაყოფის დახმარებით მკურნალობენ ეგზემას, პსორიაზს, ქერტლს, აკნეს, თმის ცვენას. ევროპის წამყვანი მწარმოებლები, საპინდუსის ნაყოფის ექსტრაქტს იყენებენ პარფიუმერიისა და კოსმეტიკის ელიტარულ ხაზებში.

თუ ამას დავუმატებთ, ფაქტს, რომ საპინდუსი ველურად მზარდი ხეა, რომელიც იზრდება მაღალ მთებში, რთულად მიწვდომად ფერდობებზე, სადაც სასუქებსა და სხვა დამბიძურებლებზე წარმოდგენაც კი არ აქვთ, მაშინ გასაგებია თუ რატომ ხდება ეს პატარა ნაყოფი წლიდან წლამდე სულ უფრო საინტერესო მომხმარებლისათვის

  

არსებობს საპნის ხის ორი ყველაზე გავრცელებული სახეობა Sapindus Mukorossi და Sapindus Trifoliatus 

ტრიფოლიატუსი (Sapindus Trifoliatus)  შეიცავს უფრო ნაკლებ საპონინებს, ამიტომ ბევრად დელიკატურია, გააჩნია მსუბუქი ყვავილოვან-კენკროვანი არომატი,  არ აშრობს თმასა და კანს, არამედ ასუფთავებს მას. გარდა ამისა ის მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, როგორიცაა პოლისაქარიდები, ვიტამინები, მიკროელემენტები, მთრთიმლავი ნივთიერებები და სხვა, ისინი არა მარტო ასუფთავებენ კანს, არამედ კვებავენ კიდეც. ყველაფერთან ერთად ტრიფოლიატუსს გააჩნია ადამიანის კანის იდენტური მჟავიანობა. ამიტომ, ის არ აღიზიანებს კანს და არ ჩამობანს მის დამცველ შრეს. 

 

ტრიფოლიატუსი: 

  • უნივერსალურია, ერთნაირად ეფექტურია ნებისმიერი ტიპის თმისა და კანისთვის. 
  • შეიცავს მხოლოდ სასარგებლო ნივთიერებებს, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, აჯანსაღებს თმას და თმის ძირებს
  • იდეალურად ასუფთავებს თმასა და კანს, არ აშრობს მას, ამასთან კვებავს თმას მის მთელ სიგრძეზე, აძლიერებს მას, და ხელს უშლის ბოლოების აშრევებას
  • კანთან მიახლოებული მჟავიანობის წყალობით, არ გამორეცხავს თმის პიგმენტს, თმა ინარჩუნებს ბუნებრივ ფერს და ბზინვარებას
  • არეგულირებს კანში ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას - დროთა განმავლობაში თმა ბევრად ნაკლებად ჭუჭყიანდება, 
  • ხსნის თმის კანის გაღიზიანებას და სიმშრალეს, აქრობს ქერტლს, ატენიანებს თმასა და კანს. 
  • ჰიპოალერგიულია, რეკომენდირებულია ნებისმიერი ხარისხის მგრძნობელობის მომხმარებლისთვის, მათ შორის ბავშვისთვისაც. არ ტოვებს სუნს თმასა და კანზე 
  • იდეალურია კანის მოვლისათვის, ასუფთავებს და არბილებს კანს, 
  • ანტიმიკრობული მოქმედების გამო, იდეალური პროფილაქტიკური საშუალებაა კანის ინფექციური დაავადებებისათვის
  • აღიავებს პიგმენტურ ლაქებს და ჭორფლს

 

 Sapindus Mukorossi შეიცავს გაცილებით დიდი რაოდენობით საპონინებს, მიტომ ადვილად უმკლავდება საყოფაცხოვრებო ჭუჭყს. ის გამოდგება ნებისმიერი ტიპის ქსოვილის გასარეცხად: ბამბა, აბრეშუმი, შალი, სინთეტიკა, ფერადი და თეთრი ქსოვილი

ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო დამბინძურებლებს მუკოროსი ადვილად და ეფექტურად უმკლავდება. რთულადაა საქმე ისეთ სერიოზულ ლაქებთან, როგორიცაა წითელი ღვინო, სინთეტური ზეთები, ყავა და სხვა, ამ შემთხვევაში აუცილებელი ხდება მათეთრებლის დამატება. 

მუკოროსი განსაკუთრებით პოპულარულია ჰიპოალრგიული რეცხვისთვის, განსაკუთრებით ბავშვის სარეცხის ან ჭურჭლისათვის, აგრეთვე ადამიანებისთვის კონტაქტური ალერგიებით და ასთმური  პრობლემებით

მუკოროსით გარეცხვის შემდეგ, სარეცხზე არ რჩება სინთეტური სარეცხი საშუალებების ნარჩენები, არ აღიზიანებენ კანს და არ არღვეევნ კანის დამცველ ბარიერს, სარეცხს აქვს ნეიტრალური სისუფთავის სუნი, ის არ აღიზიანებს სასუნთქ გზებს, გარდა ამისა სარეცხი არ იმუხტება, და არ უხეშდება. 

 

შემოგვიერდით

soap@naturale.ge

+995 555 505 199

გსურთ ჩვენგან სიახლეების მიღება? დარეგისტრირდით

სახელი
ელ-ფოსტა