დაგვიკავშრიდით!

+995 555 505 199

 

 

თანამედროვე ხელნაკეთი კრემები იყენებენ კოსმეტოლოგიის უახლეს მიღწევებს, რომელიც ძირითადად გამოიყენება ელიტარულ კოსმეტოლოგიაში, თუმცა ბუნებრივი კრემების  შემთხვევაში, მათ ფუძეს  არა მინერალურ- სინთეტური ზეთები, არამედ მცენარეული კოსმეტიკური ზეთები წარმოადგენენ. უახლესი  ხელნაკეთი კრემების ფაქტიურად ყველა კომპონენტი საკვებად ვარგისიანი, ბუნებრივი და რეალურად სასარგებლოა.  

ქიმიური კოსმეტიკის მთავარ პრინციპს წარმოადგენს მინიმალური დანახარჯი +ეფექტური შეფუთვა და რეკლამა  

კომპონენტები, რომლებიც გამოიყენება ქარხნული კოსმეტიკა - ეს არის ბუნებრივი ინგრედიენტების  იაფი ქიმიური ანალოგები. ისინი უმეტეს შემთხვევაში უსარგებლო, ზოგ შემთხვევაში სახიფათოც კი არის კანისათვის. 

ნებისმიერი კოსმეტიკის, მათ შორის ელიტარული კოსმეტიკის მთავარ საფუძველს წარმოადგენს მინერალური ზეთი (ტექნიკური ზეთი, mineral oil) - ნავთობპროდუქტი(!), იაფი, ნეიტრალური ნედლეული. კანზე წარმოქმიან აპკს, იჭერენ კანში წყალს, და მასთან ერთად ტოქსინებს, რომელიც კანს უნდა აეორთქლებია. მინერალური ზეთი, კანს ილუზორულად გლუვს და უფრო ახალგაზრდას აჩენს.  თუმცა ამ ილუზიის უკან, მისი მთავარი მოქმედება იმალება, იმის გამო, რომ მინერალური ზეთი ვერ შეიწოვება კანის მიერ, ის ახშობს ფორებს, კანი ვერ სუნთქავს. რაც იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას. 

პარაფინი და ვაზელინი (petrolatum)   - ასევე ნავთობის გადამუშავების პროდუქტებია, ხასიათდება მინერალური ზეთის მსგავსი თვისებებით,  თუმცა კიდე უფრო მავნებელია. 

სამწუხაროდ, მავნე ინგრედიენტების ჩამონათვალი ამით მხოლოდ იწყება. მას მოსდევს ქიმიური კონსერვანტები და ემულგატორები. განსაკუთრებთ საშიში მათ შორის არის პარაბელები, ფორმალდეჰიდი და ბრონოპოლი, რომლებც არა მარტო მავნე მიკროორგანიზმების გამრავლებას უშლიან ხელს არამედ  ღრმად აღწევენ კანში, აზიანებენ მის უჯრედებს, და ხელს უშლიან მათ გამრავლებას. 

ქიმიური ემულგატორები - პოლიეთილენ გლიკოლი, პოლიპროლილენ გლიკოლი (ყბად აღებული PEG- ები )  ისინი ასუსტებენ კანის ბარიერულ ფუნქციას, და ზრდიან მის განვლადობას  კრემის შემადგენელ და გარემოში არსებულ მავნე ნივთიერებებისათვის.  

ლორამიდ დეი  - შემასქელებელი, რომელიც კანის ზედაპირიდან აცილებს, ზედაპირულ „ძველ“ უჯრედებს. ვიზუალურად კანი უფრო გლუვად გამოიყურება, თუმცა ეს ხალმოკლე ეფექტია, კანი რომელსაც მოცილდა ზედაპირული დამცველი შრე, ბევრად მგძნობიარე ხდება, და გარემოს მავნე ზემოქმედებით ძალიან სწრაფად ბერდება

კოლაგენი და ელასტინი - თამანედროვე სარეკლამო მახე. ითვლება, რომ ასაკთან ერთად ორგანიზმში ამ ნივთიერებების გამომუშავება მცირდება და საჭიროა მისი შეყვანა ნაოჭების საწინააღმდეო კრემების დახმარებით.  კოლაგენი და ელასტინი, რომელსაც კოსმეტიკური მრეწველობა იყენებს, მიიღება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტყავისგან და ქათმის ძვლისგან. სამწუხაროდ, კოლაგენის მოლეკულა ძალიან დიდი ზომისაა იმისათვის, რომ კანში შეაღწიოს. ის ეჭედება კანის ზედა ფენებში, ახშობს ფორებს, და სარგებლის მაგიერ, ზიანი მოაქვს კანისათვის - ხელს უშლის კანის სუნთქვას, და ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას. 

სურნელებას ქიმიურ კრემებს არომატიზატორები აძლევენ, რომლებიც ძირითადად ტოლუოლის წარმოებულებია. ტოლუოლი ნავთობის გადამუშავების პროდუქტია, ტოქსიურია, იწვევს კანის და ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას. 

ქიმიური კრემების მავნე კომპონენტების ჩამონათვალი ამით არ მთავრდება, თუმცა, ვფიქრობთ, უკვე ჩამოთვლილი ინგრედიენტებიც საკმარისია, რომ დაფიქრდეთ, რას ანდობთ თქვენი კანის ჯანმრთელობას და სილამაზეს?!

დანახარჯების მინიმალიზაციის მეორე გზა, არის აქტიური, და რეალურად ეფექტური კომპონენტების მინიმალური რაოდენობით გამოყენება. 

მაგ. ჰიალურინის მჟავას სარეკომენდაციო დოზირება არის 0,01-0,5%. როგორ ფიქრობთ, რამდენი ჰიალურინის მჟავა უნდა დაამატოს მწარმოებელმა კრემს, რომ მიიღოს უფლება ის დაიტანოს ეტიკეტზე? - სწორია! მინიმალური - 0,01% 

და თუ ამას დავუმატებთ ძვირფას ჭურჭელს, რომელშიც კრემია მოთავსებული და ულამაზესს მოდელებს, რომლებიც რეკლამას უწევენ მას, მივიღებთ „ჩვენი სილამაზის სადარაჯოზე მდგომ სიკეთეს“, როგორც  ამაში მარკეტინგის მამები გვარწმუნებენ.  

 

ხელნაკეთი კოსმეტიკის მთავარი პრინციპია „დაეხმარე“

ხელნაკეთი კოსმეტიკის საფუძველს წარმოადგენს ძვირფასი კოსმეტიკური ზეთები, მათი ინდივიდუალური კომბინაციები, და აქტიური დანამატები, რომლებიც აგვარებენ ინდივიდუალურ პრობლემას -  ეხმარებიან! ხელნაკეთ ბუნებრივ კოსმეტიკაში, გათვალისწინებულია, კონკრეტული მომხმარებლის კანის ტიპი, ალერგიულობის ხარისხი, კონკრეტული პრობლემა და უსაფრთხოება. 

ბუნებრივ ხელნაკეთ კრემების საფუძველს მცენარეული კოსმეტიკური ზეთები წარმოადგენენ. ისინი შეიცავენ სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმალურად მაღალ კონცენტრაციას, და დადებითად მოქმედებენ კანზე. მცენარეული ზეთები, კანის ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის შენარჩუნების იდეალური საშუალებაა. ისინი შეიცავენ ცხიმოვან მჟავებს, ვიტამინებს, რომლებიც განსაკუტრებით მნიშნველოვანია ხანდაზმული კანისათვის. ცხადია, რომ ბუნებრივი კოსმეტიკური ზეთები, თავისი მოქმედებით და ეფექტურობით ბევრად აღემატება ყველა, მათ შორის წამყვანი კოსმეტიკური ბრენდების პროდუქციას. 

ბუნებრივი კოსმეტიკაში გამოიყენება 100% ბუნებრივი კომპონენტები. კონსერვანტები და ემულგატორები, რომელიც მასში გამოიყენება ასევე მცენარეული წარმოშობისაა და აბსოლუტურად უსაფრთხოა

ბუნებრივი ეთერზეთები, რომლებიც  სასიამოვნო არომატს აძლევს კრემს, ამავდროულად ამდიდრებს მას მიკროელემენტებით და ვიტამინებით. 

აქტიური დანამატები ბუნებრივ კრემებში, გამოიყენება თავისი ეფქტური კონცენტრაციებით, და არა მხოლოდ იმ რაოდენობით, რომ შესაძლებელი იყოს მისი  ეტიკეტზე დატანა. 

 

შემოგვიერდით

soap@naturale.ge

+995 555 505 199

გსურს სიახლეების მიღება? დარეგისტრირდი!

სახელი
ელ-ფოსტა