დაგვიკავშრიდით!

+995 555 505 199

 

ყოველდღიურად ვსარგებლობთ ათობით კოსმეტიკურ საშუალებით, რომლებიც, რეკლამის თანახმად, სილამაზის და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში გვეხმარება. თუმცა იშვიათად ვუფიქრდებით, რისგან შედგება ესა თუ ის პროდუქტი, მართლა ეფექტურია თუ არა, და რამდენად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. 

დღესდღეობით 40 000 მდე ქიმიური აგენტი გამოიყენება კოსმეტიკასა და პირადი ჰიგიენის საშუალებებში. ამათგან, უმეტესობა ან ბოლომდე შესწავლილი არაა, ან დადასტურებულია რომ მავნე და საზიანოა ადამიანის ორგანიზმისა და გარემოსათვის.

აქ მოცემულია მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ განსაკუთრებით საშიში და მავნე ნივთიერებებისა, რომლებიც ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკასა და პირადი ჰიგიენის პროდუქტებში:  

  1. სულფატები (ნატრიუმის ლაურატ სულფატი  ამონიუმის ლაურატ სულფატი  და ნატრიუმის ლაურილ სულფატი)  (- Sodium Laureth Sulfate –SLES და SLS - Sodium Lauryl Sulfate) - იაფი და მავნე  ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, გამწმენდი და ქაფწარმომქნელი თვისებების გამო ფართოდ გამოიყენება შამპუნებსა და სხვა დასაბან საშუალებებში, აშრობს კანსა და თმას, იწვევს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, ალერგიულ რეაქციებს, მუტაგენია. განსაკუთრებით საშიშია ბავშვის კანისათვის, აჩქარებს კანის დაბერების პროცესს.   გულდასმით ჩამობანის შემდეგაც, კი რჩება კანსა და თმაზე, ტოვებს მასზე აპკს რომელიც აღიზიანებს და აზიანებს კანსა და თმას, იწვევს ქავილს, გამონაყარს და ქერტლს. 
  2. დიათენოლამიდი  (DEA), მონოათენოლამიდი (MEA), ტრიათენოლამიდი (TEA ) აგრეთვე Cocamide DEA, DEA-Cetyl phosphate, DEA Oleth-3 phosphate, Myristamide DEA, Stearamide MEA, Cocamide MEA, Lauramide DEA, Linoleamide MEA, Oleamide DEA, TEA-Lauryl Sulfate.  – ფართოდ გამოიყენება როგორც ქაფწარმომქნელი და შემასქელებელი კომპონენტი, აგრეთვე  pH  მარეგულირებელი აგენტი შამპუნებში, ლოსიონებში, შხაპ გელებში, და სხვ. იწვევს ძლიერ გაღიზიანებას, სხვა კომპონენთებთან ურთიერთქმედებით წარმოქნის ნიტრატებს. 
  3. ნატრიუმ ედტა (Disodium EDTA) - სინთეტური კომპონენტი, გამოიყენება, როგორც pH რეგულატორი. აგრეთვე ხისტი წყლის დამარბილებლად. დამტკიცებულია რომ საშიში კანცეროგენია 
  4. იზოპროპილის სპირტი (Isopropyl Alcohol (SD-40) — იწვევს კანის გამოშრობას და მისი ზედა შრეების გაღიზიანებას. რითაც მას უფრო მგრძნობიარეს ხდის მავნე მიკროორგანიზმებისათვის.  კანცეროგენია 
  5. ფორმალდეჰიდი - ტოქსიური და კანცეროგენულია, ფართოდ გამოიყენება კონსერვანტად კოსმეტიკურ საშუალებებში.
  6. პარაბენები (მეთილ-, პროპილ-, ბუთილ-, ეთილ პარაბენები) (methyl, propyl, butyl, ethyl parabens) - კონსერვანტები, რომლებიც ხელს უშლიან მიკროორგანიზმების გამრავლებას, ფართოდ გამოყენება კოსმეტიკაში, როგორც კონსერვანტი. ალერენია, უნარი აქვს დაგროვდეს ქსოვილში და ხელი შეუწყოს სიმსივნის განვითარების პროვოცირებას. 
  7. ლუმინის მარილი  (аluminum, аluminum chlorohydrate ) –ფართოდ გამოიყენება დეზედორებში, ასევე შეიძლება გახდეს ძუძუს კიბოს მიზეზი.
  8. ფოსფატები (phosphate)  და ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები   - ყველაზე აგრესიული ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ფართოდ გამოიყენება სარეცხ საშუალებებში, მათ შორის ჭურჭლის სარეცხ საშუალებებში. რთულად ჩამოირეცხება ზედაპირიდან, შესაბამისად შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში. იწვევს იმუნური სისტემის დარღვევებს და ალერგიულ რეაქციებს, 
  9. ფტალატები (BBP,CMR, DBP, DEHP, DEP, DHP, DIDP და სხვ.) - კოსმეტიკაში გამოიყენება როგორც სუნის ფიქსატორები. გროვდება ორგანიზმში და იწვევს მის მოწამვლას, ასთმას და ალერგიულ რეაქციებს. ჰორმონალურ დარღვევებს. - განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის და ორსულებისთვის. 
  10. მინერალური ზეთი ( mineral oil )  ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკაში, როგორც დამატენიანებელი საშუალება ( მათ შორის ბავშის მოვლის საშუალებებში), კანზე დატანის შემდეგ, მინერალური ზეთი წარმოქმნის ცხიმოვან აპკს, ამგვარად ახშობს ფორებს და ხელს უშლის კანის სუნთქვას. 
  11. ტრიკლოზანი (triclosan) - ანტიბაქტერიული ნივთიერება, ფართოდ გამოიყენება ანტიბაქტერიულ საპნებში, კბილის პასტებში, საპარს კრემებში. ანადგურებს როგორც მავნე, ასევე სასარგებლო მიკროფლორას. იწვევს კანის გაღიზიანებას, შეიძლება გახდეს კანის სერიოზული დაავადებების მიზეზი
  12. სინთეტური არომატიზატორები (Fragrances ) - არომატული დანამატები, გამოიყენება უმეტესობა კოსმეტიკურ საშუალებებში, მათ შემადგენლობაში შედის 4000-მდე ქიმიური კომპონენტი, რომელთა უმეტესობა კანცეროგენულია. შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევები, ალერგიული გამონაყარი, კანის დე ან ჰიპერპიგმენტაცია, 
  13. სილიკონები  (Dimethicone, Dimethiconol, methicone, Cyclomethicone, Cyclopentasiloxane, Trimethylsilylamodimethicone) - ყველაზე ფართოდ გავრცელებული კომპონენტია შამპუნებში და თმის მოვლის სხვა საშუალებებში. თანაბრად ნაწილდება თმის მთელ სიგრძეზე, ეკვრის მას აპკის სახით, ამიტომ, ნებისმიერ თმას, ძალიან გამომშრალს და დაზიანებულსაც კი, ანიჭებს ბრწყინვალებას და სირბილეს. თუმცა, იმის გამო, რომ ამ აპკის ჩამორეცხვა ძალიან რთული და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც კი არის, სილიკონის გარსი, თმის ღერის გარშემო სულ უფრო სქელი ხდება, თმის ღერი ვეღარ სუნთქავს და იკვებება, დეგრადირებს, და უფრო მეტად ზიანდება. სილიკონების ხშირი გამოყენებაა, შეიძლება თმის ცვენის მიზეზიც გახდეს 

 

სამწუხაროდ,  ჩვენი სია სრული არაა, ყველაზე საშიში კი ისაა, რომ ეს და სხვა უამრავი მავნე კომპონენტი შედის თითქმის ყველა კოსმეტიკურ საშუალებებში, მათ შორის ბავშის მოვლის საშუალებებში.  თუ გსურთ დაცვათ თავი და ახლობლები მავნე ქიმიისაგან, ისარგებლეთ ნატურალური, უვნებელი და უსაფრთხო საპნებით და შამპუნებით. ნატურალე გაძლევთ ამის საშუალებას. 

შემოგვიერდით

soap@naturale.ge

+995 555 505 199

გსურს სიახლეების მიღება? დარეგისტრირდი!

სახელი
ელ-ფოსტა