დაგვიკავშრიდით!

+995 555 505 199

საპინდუსი - ინდიელების საპონი, ასე უწოდებდნენ მას ევროპაში და ძალიან აფასებდნენ, როგორც იდეალურ საპონს. აზიასა და სამხრეთ ამერიკაში კი მის ნაყოფს ასწლეულობის განმავლობაში იყენებდნენ როგორც ერთადერთ დასაბან და სარეცხ საშუალებას. მას  იყენებენ აიურვედაში, როგორც ტრადიციული ინდური მედიცინის  მნიშვნელოვან შემადგენელ კომპონენტს.  

ბუნებრივი ხელნაკეთი კრემი, შეიცავს მხოლოდ სასარგებლო ბუნებრივ კომპონენტებს. დღესდღეობით განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა ნებისმიერი სახის ბუნებრივ პროდუქციაზე, რომელიც არ შეიცავს სინთეტურ დანამატებს. ბუნებრივი კრემებს მრავალი უპირატესობა გააჩნია, მათ ქიმიურ (მათ  შორის ელიტარულ) ანალოგებთან შედარებით. 

თანამედროვე ბუნებრივი ხელნაკეთი კრემები ძალიან შორს წავიდა ძველ სკივრში ნაპოვნი  რეცეპტების წიგნიდან. ეს არის სრულად ნატურალური კომპონენტების და კოსმეტოლოგიური კვლევების უახლესი მიღწევების ერთობლიობა, რომელიც თავისუფალია იაფფასანი ( ან შედარებით იაფფასიანი) ქიმიური, ხშირ შემთხვევაში მავნე, ან საეჭვო დანამატებებისაგან. ბუნებრივი ხელნაკეთი კრემები, რომელთა შექმნაშიც მონაწილეობს ძვირფასი კოსმეტიკური ზეთები და  ბუნებრივი აქტივები გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით და სრული უვნებლობით. 

 

ყოველდღიურად ვსარგებლობთ ათეულობით კოსმეტიკურ საშუალებით, რომლებიც, რეკლამის თანახმად, სილამაზის და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში გვეხმარება. თუმცა იშვიათად ვუფიქრდებით, რისგან შედგება ესა თუ ის პროდუქტი, მართლა ეფექტურია თუ არა, და რამდენად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. 

გრძნობთ, რომ  თქვენი პირადი ჰიგიენის საშუალებები არ აკმაყოფილებს თქვენს წარმოდგენას სილამაზესა და ჯანმრთელობაზე? არცაა გასაკვირი,  თანამედროვე კოსმეტიკური და ჰიგიენური პროდუქციის უდიდესი ნაწილი, მათ შორის ცნობილი საერთაშორისო კომპანიების წარმოებული პროდუქცია, მავნე ტოქსინების და კანცეროგენების ჯოჯოხეთურ ნარევად იქცა. 

ასწლეულების მანძილზე ინდოელები ნიმის ხეს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ. მას სოფლის აფთიაქსაც და ყველა დაავადების მკურნალსაც უწოდებდნენ. ნიმის ხე მოხსენიებულია აურვედას ტექსტებში, როგორც sarva roga nivarini ანუ „ის, ვინც შიშის ზარს სცემს ყველა ავადმყოფობას“,

იმის გათვალისიწინებით, რომ კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანია  და იწოვს 60%-ს იმისას, რასთანაც კონტაქტში შედის, ალბათ მნიშნველოვანია დავფიქრდეთ, რა ჰიგიენური საშუალებებით ვუვლით მას. 

შემოგვიერდით

soap@naturale.ge

+995 555 505 199

გსურთ ჩვენგან სიახლეების მიღება? დარეგისტრირდით

სახელი
ელ-ფოსტა